“ტაქსი მაიასთვის” – შვილები დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ

50
SHARE

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა – ტაქსი, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით – #მაიასთვის. როგორც ირკვევა, აღნიშნული წამოწყება 54 წლის მაია ქართველიშვილის შვილებს ეკუთვნის. ახალგაზრდა ბიჭები დედისთვის, რომელსაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი აქვს, სამკურნალო თანხა შეგროვებას ცდილობენ. მაია ქართველიშვილი, ამჟამად, თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც, ამ ეტაპზე, 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.
ქართველიშვილის ​ოჯახმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მოგესალმებით, მეგობრებო. უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება, უფასოდ მიგვყავს დანიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება, მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება. უთქვენოდ, მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.

მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. მჯერა, რომ, მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით”, – წერს ნიკა ქართველიშვილი.

გარდა ტაქსის მძღოლობისა, ოჯახისთვის გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში:

ანგარიშის ნომერია :

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

PayPal: ratikartvelishvili@gmail.com

მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის T 0901701494

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

ტელეფონის ნომერი: 591 819 819 “,- აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი