ტანსაცმლის ბიბლიოთეკა ,საიდანაც შეგიძლიათ ტანისამოსი ყიდვის გარეშე გაიტანოთ

72
SHARE

თუკი ბანკეტისთვის, მნიშვნელოვანი წვეულებისთვის ან უბრალოდ საქმიანი შეხვედრისთვის ემზადებით და ტანსაცმლის ყიდვისთვის ფინანსები არ გყოფნით, ან უბრალოდ აღარ გინდათ ახალი ნივთის შეძენა, ახალი პროექტი “ტანსაცმლის ბიბლიოთეკა” თქვენთვისაა.იდეა ამსტერდამში განხორციელდა და მოსახლეობაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული “ბიბლიოთეკა” სახელად „Lena“ უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. მომხმარებლებს სპეციალური საწევროს გადახდის შემდეგ, შეუძლიათ დიზაინერების კოლექციების, ვინტაჟური კაბებისა თუ უბრალო პიჯაკების და ბლუზების რამდენიმე დღით გატანა. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, საკუთარი ტანსაცმელი ჩააბარონ “ტანსაცმლის ბიბლიოთეკას”, რაც ე.წ. “ბაზას” კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

წყარო: http://wom.ge/?p=2230

FB კომენტარები

კომენტარი