ტანზანიაში აზარტულმა გულშემატკივარმა ტოტალიზატორში ფსონად საკუთარი ცოლი დადო

143
SHARE

 ტანზანიაში ორი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის შეხვედრაზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მეტად ორიგინალური ფსონი გამოიყენა – მან გუნდის მოგებაზე საკუთარი ცოლი დადო.
ორმა ფანმა კონტრაქტსაც კი მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, წაგების შემთხვევაში, ერთ-ერთი მეორეს თავს ცოლს უთმობდა. საბოლოოდ, ქმარმა ცოლი წააგო, მაგრამ ქალი შეეცოდა და წაგებულის გადახდა ფულით გადაწყვიტა.
მეორე მხარე ამ შეთავაზებას დათანხმდა. ცნობისთვის, ტანზანიაში ფსონად ცოლის გამოყენების პრაქტიკა მეტად პოპულარულია.

FB კომენტარები

კომენტარი