სწრაფად რომ არ დათვრეთ

176
SHARE

ნუ მიიღებთ ალკოჰოლს უზმოზე. ნუ მიაყოლებთ არაყს გაზიან სასმელებს. უმჯობესია სვათ წვენები (ფორთოხლის, ვაშლის) , რადგან მათში შემავალი ფრუქტოზა ააქტიურებს ალკოჰოლის წვას. სასმელთან ერთად მიირთვით საკვებიც – თავის ტკივილსა და სწრაფად დათრობას გადაურჩებით. სწრაფი თრობისგან გიხსნით აგრეთვე ცოტაოდენი კარაქი ან ერთი სადილის კოვზი ზეთი, თუ მას სუფრასთან დაჯდომამდე ჩაყლაპავთ. სასმელი უმჯობესია ნება-ნება სვათ და ნაკლები მოწიოთ. სმის დროს სიგარეტის ჭარბად მოწევა ნაბახუსევის სიმპტომებს ამძიმებს.
ნაბახუსევზე არ გირჩევთ დღეს ასე პოპულარული “ანტიბახუსური” მედიკამენტების მიღებას – ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მდგომარეობა კიდეც დაამძიმოს. ნაბახუსევს ორგანიზმში მიმდინარეობს რთული მეტაბოლური ძვრები, რომლებსაც ერთი, ორი, თუნდაც ათი აბის მიღება ვერ დაარეგულირებს. უმჯობესია, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, კარგად გამოიძინოთ, თუ შფოთვასა და განგაშს გრძნობთ, მიიღოთ კატაბალახას ან შავბალახას ნაყენის 30-40 წვეთი. სვათ უგაზო მინერალური წყალი. ალკოჰოლი არღვევს ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს, ამიტომ ნაბახუსევზე წყურვილი განსაკუთრებით მძაფრდება. კარგი იქნება, თუ მინერალურ წყალს ლიმონის წვენს დაამატებთ – “ცე” ვიტამინი ხელს უწყობს გამოფხიზლებას.

წყარო: mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი