“სწორედ იმ ადამიანებს განერიდე, ვინც ღმერთზე დაუსრულებლად გელაპარაკება”- პეტრე კოლხი

175
SHARE

პეტრე კოლხი პირად “ფეისბუქზე” სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა+” უცვლელად გთავაზობთ.

”სწორედ იმ ადამიანებს განერიდე, ვინც ღმერთზე დაუსრულებლად გელაპარაკება, მაგრამ საქმეებით სხვას ამტკიცებს… ნამდვილი ქრისტიანი სხვას არ უყიჟინებს – რა გეშველება, ისეთი ცოდვილი ხარ, წარწყმდებიო…. ის ჩუმად, თავისთვის და უფლის დასანახად ლოცულობს, სიკეთეს აკეთებს იმ ადამიანების სახელით, ვისი გადარჩენაც და დახმარება სურს… განერიდე ისეთ ,,ეკლესიურს” ვინც სარწმუნოებას საკუთარი აგრესიის და სიძულვილის გამოსავლენად იყენებს, აქაოდა, რელიგიას ვიცავო… თავს ნუ დაითრგუნავ… ილოცე, შენი ცოდვები და შეცდომები გაიაზრე, სინანული მოიმუშაკე, ადამიანები გიყვარდეს… შენ არ ჩამორჩე უფალს… არ დამძიმდე მათ გამო, ვინც სარწმუნოების დაცვას მხოლოდ სხვისი გამოსწორებით ცდილობს და თავად ყელამდე ჭაობშია… ასეთების შეგონებაც გამოიყენე შენი სულიერი წარმატებისთვის… წმინდა წერილს მიყევი… შენ  მიმართ რაც  უნდა მრისხანება გამოავლინონ, სიმშვიდით აიტანე… გახსოვდეს, მრისხანებასა და აგრესიას ქრისტესთან საერთო არაფერი აქვს.. ქრისტეს ისე არავინ მტრობს, როგორც – დამახინჯებული ქრისტიანები… ჰოდა, არ დამახინჯდე!”, – წერს პეტრე კოლხი.

FB კომენტარები

კომენტარი