“სწერვა გოგო ვიყავი” – რა ფოტოს აქვეყნებს ხატია სიჭინავა (ფოტო)

71
SHARE

ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში წლების წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა. “ზოგიერთი ამ პერიოდიდან მიცნობთ და ჯერ კიდევ ჩემი სატელევიზიო იმიჯით აღმიქვამთ. ზოგიერთს არც ვუნახივარ ტვ-ში, უბრალოდ, გადმოცემით იციან, რომ ერთი აუტანელი, სწერვა გოგო ვიყავი. ამასობაში, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო, 30-მდე და შემდეგ დღეს უკვე ღიმილით ვუყურებ ფოტოებს, სადაც უდარდელი გოგო ზის და თვითონაც არ იცის, როგორ შეძლო ფოთიდან ჩამოსულმა, სრულიად “პატრონების” გარეშე თინეიჯერმა, მიეღწია საზოგადოების სიყვარულისა, თუ სიძულვილისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ, 10 წლის წინ იყო. დღეს უკვე იმ ასაკში ვარ, ყველაფერი გააზრებული და დალაგებული რომ მაქვს და მინდა, მთელი ჩემი გამოცდილებიდან ერთი რამ გითხრათ – შეუძლებელი არაფერია !!! თუ რაღაც გულით გინდა, აუცილებლად მიაღწევ !!! იქნება ეს პოპულარობა, თუ ლამაზი ოჯახი, მთავარია, გწამდეთ საკუთარი თავის #10yearchallenge “, – წერს სიჭინავა ფოტოს აღწერაში.

FB კომენტარები

კომენტარი