სუპერთასზე შესრულებული ლენონის სიმღერა ხმაურის მიზეზი გახდა – ვის ცენზურას ვერ გაუძლო “Imagine”-მა – ვიდეო

41
SHARE

უეფას სუპერთასის გახსნის ცერემონიაზე ხუჯაძე-ფორჩხიძის სტუდიის ბავშვების მიერ შესრულებულ ჯონ ლენონის სიმღერას “Imagine” ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერის იმ ვერსიაში რომელიც სტადიონზე შესრულდა ამოკლებული იყო რამდენიმე სტროფი, რომელიც ქვეყნების, რელიგიის არსებობის საკითხს ეხება „ Imagine there’s no countries/ It isn’t hard to do/ Nothing to kill or die for/ And no religion too“

ვერსიის ავტორის დათო ფორჩხიძის თქმით, სიმღერიდან ფრაზის ამოღება მისი შინაარსის გამო არ მომხდარა და ეს მხოლოდ დაწესებული დროის რეგლამენტზე მოსარგებად გაკეთდა.

FB კომენტარები

კომენტარი