“სულ ცოტა 8-10 ნაკბენი აქვს” – კერძო ბაგა-ბაღში ბავშვმა ბავშვი დაკბინა

166
SHARE

თბილისის ერთ–ერთ კერძო ბაგა ბაღში ერთმა ბავშვმა მეორე დაკბინა. აღნიშნულის შესახებ დაზარალებული ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც ავრცელებს:

“მოკლედ სიტუაცია ასეთია, ბაგა-ბაღში ჩემი შვილი ბავშვმა დაკბინა! დღეს მირეკავს ბაგა-ბაღის დირექტორი სამ საათზე და მიბარებს ბაღში, მეც მაშინვე მივედი. გამიღეს კარი და მითხრეს დედიკო შენი შვილი დაკბინეს. პირველი რაც გავიფიქრე იყო მწერი, ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ოთახიდან გულმოსული და ნაწვალები, გავოგნდი ველოდები ახსნას თუ რა მოხდა ამ დროს პასუხს ვერავინ მცემს და ვცდილობ არ ავყვე ემოციებს, რადგან სიტუაცია ძალზედ დამაბნეველი იყო. გამოიყვანეს ჩემი შვილის ტოლი გოგო და მეუბნებიან ამან დაკბინა ამის ბრალია გავმწარდი და ვუთხარი რომ ბავშვების კიარა მათი უყურადღებობის ბრალი იყო! იმ დროს ბავშვის დამშვიდების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, თან ძალიან ვმწარდებოდი!

წარმოიდგინეთ რამდენად უყურადღებოები იყვნენ, სხვა ბავშვმა გაიღვიძა, გადავიდა ჩემი შვილის საწოლში, დაკბინა სახეზე, ხელებზე და მხოლოდ თავში სულ ცოტა 8-10 ნაკბენი აქვს. ეს რაც გაუწითლდა და დაეტყო. ყურზე, ხელებზე დაკბენილია, სახეზეც და წარმოიდგინეთ, მინიმუმ 15 წუთი მაინც იყვნენ მარტო და ჩემი შვილი ტიროდა მთელი ეს პერიოდი, ამ დროს კი ყურადღებას არავინ აქცევდა!

მხოლოდ ორი არგუმენტი მითხრეს. პირველად რომ შევიხედე ეძინათ, მეორედ როცა შევიხედე იქ ყოფილა გადასული. ასევე ახსენა, რომ ანიმატორები ყოფილან თურმე მისული! ხოდა სად ეცალათ ბავშვისთვის“, – წერს მარი ლაზიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი