“სულ სწერვა, მკვლელი და ბოზი შეიძლება ვითამაშო? ნუ გინდათ ჩემშიც შორენა დაინახოთ”

185
SHARE

სერიალ “მზარეულების” მსახიობი ნატალი მაჩიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე რეჟისორებს მიმართავს:

“მესმის, რომ ეს “სექსი” კომერციული და კარგად იყიდება ამ უსექსო ქვეყანაში, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური როლები შემომთავაზოთ? გავიგე, რომ ვიზუალიდან გამომდინარე მთავაზობ, მაგრამ ვიზუალის გარდა მაქვს სულიერი მხარეც და სიამოვნებით შევასრულებდი როლებს, რომელიც ოდნავ მაინც ახლოს არის ჩემთან. სულ სწერვა, მკვლელი და ბოზი შეიძლება ვითამაშო? რეჟისორებო, გაახილეთ კარგად თვალები და ნუ გინდათ ჩემშიც შორენა დაინახოთ. ბევრად მეტი შემიძლია და გარეგნობით არ ვმანიპულირებ”, – წერს ნატალი.

FB კომენტარები

კომენტარი