“სულ მინდოდა მეკითხა ვინმესთვის ჩემო პატრიარქო: რატომ არ, ან ვერ ინკურნებიან ღვაწლში მყოფი სასულიერო პირები ნაკურთხი წყლით?”

291
SHARE

 გაჭირვების გამო ადამიანი უცხოეთში არ უნდა წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

დიახ, გეთანხმებით პატრიარქო და დავსძენ: ყველა საკუთარ მიწზე უნდა ცხოვრობდეს, იზრდებოდეს და იმარხებოდეს, მაგრამ თუ არა ემიგრაცია, ვინ გადაარჩენდა გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე მყოფ ერსა და ბერს? ოჯახიდან ერთი კაცი მიდიოდა – ოთხი, ხუთი და ზოგჯერ ათი კაცის გადასარჩენად.

იცით რის ფისად? საკუთარი ჯანმრთელობის, ნოსტალგიის, მონური უღელის და საკივდილის ფასად! არცერთ ემიგრანტს არ გაუყიდია საკუთარი სამშობლო პირადი ბედნიერებისთვის. მათ ცრემლეთან და სულის ნაწილთან ერთად დატოვეს ქვეყანა, სადაც მათივე შვილებს, შვილიშვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს უნდა ეცხოვრათ.

სადაც ჩვენს ეკლესიას უნდა ეარსება. მძიმეა მორალი, ძალიან მძიმე პატრიარქო იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც სიშორისდამიუხედავად შესანიშნავად ხედავენ, თქვენი იერარქების დალხენილ ცხოვრებას. ხედავენ მაღალი სამღვდელონი, როგორ მკურნალობენ უცხოეთის საუკეთესო ძვირადღირებულ კლინიკებში და საკუთარ ერს კი “ჩიპიანი” პასპორტებით აშინებენ სულის არწასაწყმედად.

სულ მინდოდა მეკითხა ვინმესთვის ჩემო პატრიარქო: რატომ არ, ან ვერ ინკურნებიან ღვაწლში მყოფი სასულიერო პირები ნაკურთხი წყლით, მამა გაბრილეის ზეთით, ან სხვა სასწაულებრივი მადლით? განა მათ ჩვენზე გაცილებით მეტი რწმენა და სიყვარული არ გააჩნიათ შემომქმედის? ისიც მაინტერესებს, გარყვნილ და გათახსირებულ ევროპაში, როგორ არჩევენ მედპოერსონალთა სექსუალურ ორიენტაციას და ტარანსექსუალი ექმის მიერ განკურნებული ღვიძლი, გული ან თირკმელი ეთველებათ თუ არა ცოდვად? მე თქვენ დიდ პატივს გცემთ ჩემო მოხუცო და თბილო პატრიარქო, მაგრამ გული მტკივა, როცა თქვენივე, მაღალი იერარქიის მღვდლმსახურნი, მუჭით, თვალებში ნაცარს აყრიან გაჭირვებულ ხალხს. მძიმეა, საოცრად მძიმე ეს მორალი ჩემო პატრიარქო… ჩვენ ემიგრანტებამა ვითავეთ საკუთარი თავის გადაგვარება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ საქართველოში დამრჩენნი გადაგარჩინოთ და ამისთვის ნუ გაგვკიცხავთ, ჩვენს სულებს ყველაზე მეტი ლოცვა სჭირდება თქვენგან.

მე იმ მილიონთაგან ერთ ერთი ემიგრანტი ვარ პატრიარქო, რომელიც ათეულ წელზეა მეტია საკუთარი შრომით, წარმატებებითა და ქართველობით საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავს, რომელსაც უცხო მიწაზე სამშობლოს სიყვარული გულით დააქვს და არა – ჯიბით. გადაგვარებულნი ჩვენ კი არა, ის ადამიანები არიან, რომელებიც სამშობლოში მხოლოდ იმტომ დარჩნენ, რომ ის დაეხურდავებინათ. გაეძარცვათ საკუთარი ხალხი და ამ ნაძარცვის მესამედით ეკლესია მონასტრები აეშენებინათ.

მიიღეთ დიდი სიყვარული და პატივიცემა თქვენი უღირსი შვილისგან. დამლოცეთ მე ცოდვილი პატრიარქო.
ავტორი: ნუგზარ სულაშვილ

FB კომენტარები

კომენტარი