სულ მალე ფეისბუქის ჩატში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა შეგეძლებათ

238
SHARE

ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გაგვიგზავნია ის მესიჯი, რომელიც არ უნდა გაგვეგზავნა და ამის გამო, არცთუ ისე სასიამოვნო სიტუაციაში მოვხვედრილვართ. მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა ეს პრობლემა მოეგვარებინა და “მესენჯერის” აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაუმატა.
Facebook Messenger–ის შემდეგი ვერსია მომხმარებლებს მისცემს საშუალებას 10 წუთის განმავლობაში წაშალონ გაგზავნილი შეტყობინებები. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის”-ის ოფიციალურ გვერდზე, AppStore–ში გაჩნდა.
„მალე: წაშალეთ შეტყობინება ჩატიდან მისი გაგზავნის შემდეგ. თუ კი ჩატში შეცდომით სხვა ფოტო, არასწორი ინფორმაცია ან შეტყობინება გაგზავნეთ, თქვენ შეძლებთ უპრობლემოდ წაშალოთ იგი გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში“, – წერია აპლიკაციის განახლებული ვერსიის აღწერაში.
საიტზე არსებული ინფორმაციით, განახლებული ვერსია უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

Comments

comments