სუდანში რევოლუცია მანჩესტერი-ბარსას მატჩის გამო გადადეს

50
SHARE

სუდანის დედაქალაქ ხარტუმსა და მთლიანად ქვეყანაში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დეკემბრიდან მოყოლებული იმართებოდა, მაგრამ 10 აპრილს მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი კი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალური შეხვედრა გახდა, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონას უმასპინძლა.
იუსრა ელბაგირმა, ბრიტანული ტელეარხის – Chanell 4 News-ის რეპორტიორმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათ საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პაუზა გამოაცხადეს და მანჩესტერში გასამართი მატჩის საყურებლად დიდი ეკრანები დაამონტაჟეს.

FB კომენტარები

კომენტარი