სტოკჰოლმის ცენტრში 5-სართულიან სახლზე ფალოსი დახატეს (ფოტო)

101
SHARE

სტოკჰოლმის ცენტში ახალი, უჩვეულო სტრიტ-არტი გამოჩნდა, რომლის ავტორი Blu-ს ფსევდონიმით ცნობილი ქუჩის მხატვარი კაროლინა ფალკხოლტია. ამის შესახებ Aftonbladet-ი წერს.

კერძოდ, მან 5-სართულიანი სახლის კედელზე ლურჯი ფერის გიგანტური ზომის მამაკაცის სასქესო ორგანო დახატა.

ავტორის თქმით, მას სურს ადამიანები დააფიქროს. “სექსი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც, რატომღაც, ყოველთვის საკმაოდ ბინძურ თემად მიიჩნეოდა განსახილველად”- განაცხადა ფალკხოლტმა.

გასული წლის დეკემბერში ფალკხოლტმა გიგანტური ფალოსი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახლზეც დახატა. უცნაური ნახატი ფასადზე იანვრის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრის შემდეგ, ის 3 დღეში წაშალეს.

წყარო:https://imedinews.ge/

Comments

comments