“სტივ ვანდერის კონცერტი დანიაში არ არის დაგეგმილი” – “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი “ავერსის” საჩუქარზე

1215
SHARE

“ვანდერის კონცერტი, რომელიც გადმომცა ავერსმა დანიაში არ არსებობს”, – ამის შესახებ
“მხოლოდ ქათულის” მესამე სეზონის ფინალისტი, გიორგი ძოწენიძე საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
როგორც ცნობილია,  “ავერსმა” ფინალისტ გიორგი ძოწენიძეს დანიაში მოგზაურობა  და სტივ ვანდერის კონცერტზე დასწრება დაუფინანსა.
“გამარჯობა მეგობრებო,
მინდა ერთი მოკლე სამწუხარო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ვანდერის კონცერტი, რომელიც გადმომცა ავერსმა, იყო ჩემთვის საოცნებო საჩუქარი. ჩემი ემოციაც ამაზე მეტყველებდა და წარმოსადგენადაც ადვილია, როცა ოცნება გისრულდება როგორი სიხარული გაქვს, მაგრამ – დაუდევრობის.. შეცდომის.. ან რა ვიცი რის გამო (მოტყუება მაინც არ მინდა ვთქვა) ეს კონცერტი დანიაში, როგორც ჩანს არ არსებობს.
არის ვანდერისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც 4 დანიელი მუსიკოსი უკრავს და სტივი ვანდერს შეხებაც არ აქვს ამ კონცერტთან . ალბათ არც იცის რო ტარდება.
ჰო და ამიტომ ვალდებული ვარ ყველას გითხრათ სიმართლე, რადგან ვიცი, ჩემთან ერთად თქვენც ძალიან გაგიხარდათ ჩემი ოცნების ასრულება. ამიტომაც, ვალდებული ვარ და მინდა იცოდეთ ყველამ, რომ ასეთი კონცერტი არ არსებობს და სულ ტყუილად გვიხაროდა,
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან მიყვარხართ”, – წერს “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი გიორგი ძოწენიძე.

FB კომენტარები

კომენტარი