სტივენ ჰოკინგის ნეშტის დაკრძალვაზე, მომავლიდან სტუმრებს ელოდებიან

54
SHARE

ლეგენდარული ბრიტანელი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის დაკრძალვა 15 ივნისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ფიზიკოსი 14 მარტს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსაწვევები მისი დაკრძალვისთვის, თავად მეცნიერის საიტზე თამაშდება.
გვერდზე, სადაც ბილეთის მოგება შეიძლება, საჭიროა დაბადების თარიღის მითითება. მოზარდებს 12 წლიდან, ჰოკინგთან დამშვიდობება ზრდასრული პირის თანხლებით შეუძლიათ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ისინი ვერ დაადასტურებენ, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. სწორედ ამიტომ, ჰოკინგთან დასამშვიდობებლად შეიძლება მომავლიდან სტუმრებიც ჩამოვიდნენ.
როგორც ცნობილია, ჰოკინგის ნეშტს დარვინის და ნიუტონის გვერდით დაკრძალავენ.

Comments

comments