სტეფანე: ყველა ქართველის ვალდებულებაა არავითარი შეხება არ ჰქონდეს რუსულ პოლიტიკასთან

815
SHARE

სტეფანე ქართელი მომღერლების მოსკოვურ კონცერტებს ეწინააღმდეგება. მისი ანტირუსული დამოკიდებულება მის სიმღერებშიც კარგად ჩანს. მომღერალი თვლის, რომ ქართველი მომღერლები არ უნდა ასხამდნენ რუსული პოლიტიკის წისქვილზე წყალს.
სტეფანე:
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას, მოსკოვში კონცერტი არ უნდა იმართებოდეს. ჩემი დამოკიდებულება რუსეთთან კარგად იცის ყველამ. ახლაც მაქვს მოწვევა ლონდონიდან, სადაც სწორედ ეს თემები იქნება განხილული. ჩემი ცნობილი სიმღერა პუტინზე და ა. შ. ანტიპუტინისტი ვარ, ეს ყველამ იცის. ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, შესაბამისად, არ უნდა ვმღეროდეთ მათთვის.
გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ნიკა მემანიშვილი უდირიჟორებს სიმფონიურ ორკესტრს ამ კონცერტზე… ნიკა თქვენი მეგობარია, როგორც ვიცი…
– ნიკა ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. არ მისაუბრია ნიკასთან.
დაბოლოს, ქეთა თოფურიას სტატუსზეც გკითხავ…
– მიმაჩნია, რომ ყველა ქართველის ვალდებულებაა, მინიმუმ არავითარი კავშირი არ ჰქონდეს რუსულ პოლიტიკასთან. ამიტომ მიუღებელია ყველაფერი, რაც რუსული პოლიტიკის წისქვილზე ასხამს წყალს.
რას ეტყვი ქეთას?
– დამრიგებლური ტონი ჩემგან შორს არის. არც პრესის ფურცლებიდან მიყვარს მეგობრებთან საუბარი. ასე რომ, რასაც ვფიქრობ, პირადად ვეტყვი.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

FB კომენტარები

კომენტარი