სტეტჰემი წლინახევრის ვაჟთან ერთად დააფიქსირეს (ფოტო)

76
SHARE

პაპარაცებმა 51 წლის მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი წლინახევრის ვაჟთან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს. გულშემატკივრები მსახიობის მკაცრ და შეუპოვარ იმიჯს არიან შეჩვეული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში სტეტჰემი რბილი და მოსიყვარულეა.
პოპულარული ბრიტანელი მსახიობი მანქანების სიყვარულით არის განთქმული. მის ავტოფარეხში ლუქს მანქანებიც არის და უახლესი მოტოციკლებიც. როგორც ჩანს, სტეტჰემი ცდილობს მანქანებისადმი სიყვარული შვილსაც ჩაუნერგოს. მართალია, ჯეკისთვის რეალური ტრანსპორტის საჭესთან დაჯდომა ნაადრევია, მაგრამ მამამ მშვენიერი ალტერნატივა იპოვა. ფოტოები ცხადყოფს, რომ ბავშვს მამისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ ქარიზმა, არამედ საჭის ფლობის მანერაც ერგო.

FB კომენტარები

კომენტარი