სტანისლავ ბონდარენკო თვლის, რომ ხასიათით ქართველს ჰგავს

264
SHARE

რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ქართული სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულია. როგორც მსახიობმა “იმედის” ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, იგი ამხელა სითბოს არ ელოდა.
“რა თქმა უნდა, სითბო ვიგრძენი. რეალურად, არც მოველოდი ასეთ რეაქციას. მწერენ წერილებს სოციალურ ქსელში, მაგრამ ასეთი ბუმი ნამდვილად ჩემს მოლოდინს სცდება. მეუბნებოდნენ, რომ ვლადი, ალბათ, თავისი ხასიათით ქართველ ყმაწვილს წააგავს, ქართული ხასიათის მატარებელი პერსონაჟია. ჩემი ხასიათიც ასეთია, ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ – რბილი. მომეწონა თქვენი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა, სითბო იგრძნობა ადამიანების მხრიდან, რაც ძალიან ძვირად ღირებულია“, – განაცხადა ბონდარენკომ.

FB კომენტარები

კომენტარი