სტამბოლის ცენტრში ტანკმა მანქანას გადაუარა – ქართველის მიერ გადაღებული შემზარავი კადრები (ვიდეო +18)

113
SHARE

265 დაღუპული და 2000-მდე დაჭრილი, – ასეთია თურქეთში მომხდარი ამბოხის შედეგი. მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა, სტამბოლში ქართველებმა საზარელი კადრების გადაღება შეძლეს, რომელიც “კვირა+”-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.
როგორ “კვირა +”-ს ვიდეომასალის ავტორმა განუცხადა, კადრები გადაღებულია ცხელ წერტილში, სწორედ იმ დროს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სროლები ხორციელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამხედრო აჯანყების მცდელობა 15 ივლისს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ათასობით სამხედრო დააკავა, რომლებმაც ტანკებისა და ვერტმფრენების გამოყენებით ხელისუფლების დამხობა სცადეს. ხელისუფლების მხარდასაჭერად, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სტამბოლში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

FB კომენტარები

კომენტარი