სროლა სკოლაში – გარდაცვლილია ორი მოსწავლე

90
SHARE

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარიტას ერთ–ერთ სკოლაში მომხდარ სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ამავე სკოლის მოსწავლეა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან 16 და 14 წლის არასრულწლოვნები. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ორი მოსწავლეა მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელმა სკოლაში განხორციელებული სროლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, როგორც ცნობილია, ისიც ამავე სკოლის მოსწავლეა. 16 წლის მოზარდს, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დაბადების დღე ჰქონდა, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით იცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი