სპეცოპერაციის პირველი კადრები – რა მოხდა კლუბ “ბასიანში” (ვიდეო)

1764
SHARE

ფეისბუქმომხმარებელი კლუბ “ბასიანში” ჩატარებული სპეცოპერაციის პირველ კადრებს ავრცელებს, სადაც კლუბის ტერიტორიაზე სპეცრაზმის შესვლაა ასახული. შეგახსენებთ, რომ შსს-მ 12 მაისს კლუბ “ბასიანზე” ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში, აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

Comments

comments