სპერმის დონორს, რომელიც მალე 80 ბავშვის მამა გახდება, შესაძლოა, ალიმენტის გადახდა დააკისრონ

106
SHARE

ბრიტანეთში მცხოვრებ 62 წლის კლაივ ბარტონს, რომელიც სპერმის დონაციის შედეგად 66 ბავშვის მამაა, შესაძლოა ალიმენტი დაუნიშნონ, ამის მიზეზი კი, არალიცენზირებული კლინიკებია, სადაც მას სპერმა მიჰქონდა.
62 წლის სტრაფორდშირელი კლაივ ბარტონი თეთრ ფურგონს ატარებს და გზავნილების საჭირო მისამართებზე დარიგებას ახორციელებს. ის აცხადებს, რომ ხანდახან ძალიან უცნაური გზავნილის მიტანა უწევს კონკრეტულ მისამართებზე, ეს არის თავისივე სპერმა. ის ამას ყოველგვარი საფასურის გარეშე აკეთებს. 2013 წლიდან კლაივი ამ საქმიანობითაა დაკავებული და საკუთარ სპერმას, სურვილის შემთხვევაში, კონკრეტულ მისამართებზე არიგებს.
კლაივი ტიპიური ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მას მეუღლე, სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი ყავს. მისი საქმიანობის შესახებ კლაივი დიდი ხნის მანძილზე დუმდა და ოჯახს არაფერს უმხელდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოჯახისთვის არაფერი მოუტყუებია.
ბრიტანელმა სპერმის დონორმა აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა ცოლისთვის თავისი საქმიანობის შესახებ მოეყოლა.
შესაძლოა, ბრიტანელს ალიმენტის გადახდა დააკისრონ, რადგან ის დონორობას არალიცენზირებული კლინიკების მეშვეობით ახორციელებდა. კლაივს მიაჩნია, რომ ეს რისკი იმდენად მცირეა, ნერვიულობად არ ღირს.
ცნობილია, რომ ცოტახანში ის კიდევ 14 ბავშვის მამა გახდება.

FB კომენტარები

კომენტარი