სოციალურ ქსელში ძაღლის სასტიკი ცემის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

179
SHARE

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ბიჭი ძაღლს.
ვიდეო „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ის წერს, რომ კადრები მისმა მეზობელმა ზემო ფონიჭალაში გადაიღო. მან იცის, ვინ არის ეს პიროვნება, თუმცა ავტორის იდენტიფიცირებას ერიდება, რადგან მას „პირადი ანგარიშსწორების ეშინია“.
„ყველაფერი ვიცი და მიიღებთ ზომებს? ვინც მომაწოდა ვიდეო, მისი მეზობელია და, სამწუხაროდ, ვერ ჩნდება, რადგან ფიზიკური ანგარიშსწორების ეშინია. სადაა კანონი?“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო.

FB კომენტარები

კომენტარი