სოფო ნიჟარაძე: მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ ამ ნდობისთვის

593
SHARE


სატელევიზო შოუ „X ფაქტორმა“ ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა გამოაქვეყნა, მაყურებელი მომდევნო სეზონიდან ჟიურის ამპლუაში ვის ხილვას ისურვებდა. გამოკითხვაში უმრავლესობამ მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაასახელა.
აღნიშნულს სოფო ნიჟარაძე მის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება და მან მაყურებელს მადლობა გადაუხადა.
„არასდროს ვყოფილვარ მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი, არც კონკრეტულად “X ფაქტორის”, ამიტომ ორმაგად მოულოდნელად სასიამოვნო იყო ჩემი სახელის ხილვა თქვენს სურვილებში, მგონია, რომ ეს “ნიჭიერის” და რუსთავი 2ის დამსახურებაა. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ ამ ნდობისთვის და სიყვარულისთვის, ძალიან მესიამოვნა! გკოცნით ძალიან ბევრს“, – წერს სოფო ნიჟარაძე.

FB კომენტარები

კომენტარი