სოფო ბედია: ”ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს”

203
SHARE

პროექტ ”ერთი ერთშის” მონაწილე სოფო ბედია საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. უნდა, პროექტში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდეს. პრიზები მიმზიდველია, თუმცა სოფოს დიდი სურვილია, პროფესიულად გაიზარდოს. სოფოს პროექტსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

– პროექტი ”ერთი ერთში” ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა, როდესაც ჩემი ძმა, ბორიკო მონაწილეობდა. მინდოდა, მეც მომესინჯა ძალები. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. ყოველთვის ვაფასებდი ამ პროექტში მონაწილე ჩემს კოლეგებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი დიდია და მეორეც, საჭიროა გარდასახვა. სხვისი კრიტიკა ადვილია. შეიძლება, მეც მაკრიტიკებენ და სხვებზეც მსმენია, რომ ამბობენ, რომელიღაც მომღერალი ვერ განასახიერაო, უარყოფითის დაწერას, ჯობს, კარგი თქვან. საწყენია, რატომღაც სულ ცდილობენ, უარყოფითი კომენტარები დაწერონ.

– ლელა წურწუმიას ნომერს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამულიჩამ შენთან და ლელასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით: ”ჩემი ორი მეგრელი ცოლი”….
– მამულიჩამ პირველად რომ დამინახა, გამოშტერდა. ერთი საათი იცინოდა. ძალიან ბევრი ვიხალისეთ მე, ჩემმა მეუღლემ და მამულიჩამ. ამ ნომერს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვაკეთებდი და ვნერვიულობდი. ქართველი მომღერლის შესრულება ყველაზე რთულია საქართველოში, რადგან იმ მომღერალს ყველა იცნობს და კარგად მიხვდება მაყურებელი, რა გამოგივიდა გარდასახვისას და რა – არა.

– და-ძმა ხომ არ კამათობთ, რომელი უფრო მაგარი ხართ ამ შოუში.
– არა, რას ამბობთ. მე და ჩემს ძმას სხვა დედმამიშვილობა და სულ სხვა სიყვარული გვაქვს. ჩვენ შორის კონკურენციის მომენტი არასდროს ყოფილა. მეც ვაძლევდი რჩევებს და ახლა ბორიკოც ყველანაირად მიდგას გვერდით.

– ბორისსაც მოუწია ლელა წურწუმიას შესრულებამ ამ შოუში.
– არც ამ შემთხვევაში გვიკამათია იმის გასარკვევად, ვინ უფრო მაგარი იყო. ბორიკო კაცია და მისი ქალად გარდასახვა ნაკლებ შეფასებას მიიღებდა. ლელა ამ პროექტში ორჯერ განასახიერეს და ლელას უნდოდა, ჩემ შემთხვევაში ყველანაირად კარგი ნომერი გამოსულიყო, როგორც ვიზუალურად, ისე ხმის მიბაძვით. მართლა თავი არ დავზოგე და ბევრი ვიმეცადინე. გამოხმაურე-ბიდან გამომდინარე, შრომა დამიფასდა და თვითონ ლელაც ძალიან კმაყოფილი იყო.

– მეუღლეს ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოეწონა?
– ანასთეიშა და ლელა წურწუმია. ყველა ჩემს გამოსვლაზე ისე ნერვიულობს, რომ გადაცემაში ვერც მისმენს. სახლში რომ მოვდივართ, ჩავუსხდებით ხოლმე შოუს და ერთად ვუსმენთ ჩემს გამოსვლას.

– საკუთარ თავთან რა შენიშვნები გაქვს?
– მე ბევრი შენიშვნა მაქვს სოფო ბედიასთან. საკუთარი თავით ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი, მინდა, სულ უფრო უკეთ ვიმღერო. და ეს ძალიან კარგია. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაგრად მღერიან და არაფერი არ უნდა დახვეწონ. ერთ დღეში პრო-ფესიონალ მომღერლად ვერავინ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი. პროექტიც მეხმარება პროფესიულად გაზრდაში. გარდა იმისა, რომ მასწა-ვლებლები გვამეცადინებენ, სახლშიც სულ ვრეპეტიციობ. ვარსკვლავებმა წლები იმუშავეს იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის თავი შეეყვარებინათ, შეუძლებელია, სამ-ოთხ დღეში ზუსტად განასახიერო.

– ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ და მეუღლე ამ ამბავს ხომ არ აპროტესტებს?
– ძალიან რთული და დამღლელია, როცა ბევრ ადგილას ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია. ზოგადად მიყვარს კონკურსები და მეგობრებთან ურთიერთობა, ვინც ჩემთან ერთად არის პროექტში. რაღაც მომენტში, შეიძლება, ერთმანეთისთვის ცუდი უნდა გვინდოდეს, მაგრამ შვილს გეფიცებით, ჩვენ ვმეგობრობთ და მე ყველასთვის კარგი მინდა.
რეპეტიციიდან რომ გამოვდივარ, მიშაც მაშინ ამთავრებს მუშაობას და ჩვენი გზები იკვეთება. მიშა სულ ცდილობს, თანადგომა გამომიცხადოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მართლა მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც მეორე ნახევარი გვერდში გიდგას. რაც ჩემს ცხოვრებაში მიშა გამოჩნდა, მას მერე სულ მამხნევებს და მაძლიერებს, რაც სტიმულს მაძლევს, რომ სულ ფორმასა და ტონუსში ვიყო.

– საერთო შვილის გაჩენას გეგმავთ?
– მიშას სიგიჟემდე უყვარს ბავშვები. მიშას არც ცოლი ჰყოლია და შესაბამისად, არც შვილი ჰყავს. ჩემი ნიკუშა ძალიან უყვარს. თავისი ორგანული და სისხლი და ხორცი რასაკვირველია, ყველას უნდა და შესაბამისად, პროექტის შემდეგ დავგეგმავთ ბავშვს. ამ კითხვას ყველა მისვამს და ისე გამოდის, ქათამს რომ უყურებენ, კვერცხს როდის დადებსო (იცინის).
რასაკვირველია, ჩვენ ვგეგმავთ შვილს. ოთხი თვეა, რაც მე და მიშა დავქორწინდით. არ მომწონს, რომ წყვილი შეუღლებისთანავე ბავშვის გაჩენას გეგმავს. თუ დაფეხმძიმდები, რასაკვირველია, უნდა გააჩინო, მაგრამ ჩვენ არ დაგვიგეგმავს ეს ამბავი, რადგან ჯერ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. მერე ამ პროექტში მიმიწვიეს. ორსულობა არ მაწყობს, ახლა გადაღლილი ვარ. მინდა, ორსულობამ მშვიდად და კარგ გარემოში ჩაიაროს. პროექტის მერე კი ბუციკოს აუცილებლად დავგეგმავთ.

– ანუ გინდათ, რომ ბიჭი დაიბადოს?
– მე და მიშა ერთმანეთს მოფერებით ბუციკოს ვეძახით. მანქანის სერიაც სხვათა შორის ბუც 111 მაქვს. პატარა ბუციკო გოგო იქნება თუ ბიჭი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ბიჭი მყავს და ახლა გოგონა მინდა, მაგრამ ღმერთი რასაც ინებებს, მას მივიღებ.

– ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთე. პროექტში გრიმის გაკეთება დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
– ჩემთვის დიდი რისკი იყო ცხვირის ოპერაციის გაკეთება. გამიმართლა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექვს თვეში ოპერაციის შედეგი უფრო კარგად გამოჩნდება. პროექტში იციან ჩემი მდგომარეობა, ფრთხილად ეპყრობიან ჩემს ცხვირს. მადლობა ღმერთს, რომ არ მხვდებიან ”კურნოსა”, აწკეპილცხვირიანი მომღერლები.

– სხვა პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე არ გიფიქრია?
– არც ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზე ვფიქრობდი. მომწონდა და მიყვარდა ის ცხვირი, რომელიც მქონდა. მე კეხი არ მქონია, უბრალოდ, ეკრანზე ცოტა გრძელი ჩანდა და დავიმოკლე. ახლა ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვარ და ასე გამოვიყურები. ვფიქრობ, ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს და რაც მთავარია, მეუღლეს მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. ერთადერთი წონის პრობლემა მაქვს ხოლმე. ეკრანი ძალიან მასუქებს. რეალურ ცხოვრებაში ყველა მეუბნება, რა გამხდარი ყო-ფილხარო. ისიც უთქვამთ, რომ რეალურად ბევრად უფრო კარგი ვარ.

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი