სოსო ჯაჭვლიანი: გამოს***ი ვართ, სირ***ი ვართ ყველა!

83
SHARE

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი ხდება.

„ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს თავისი დედის ერთი ადგილი უნდა დაგვეხურებინა თავზე და გაგვეგდო წიხლქვეშ. ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს, მთელი მსოფლიო გვიყურებსო; მეორე – ყველაზე დიდი დანაშაული… მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერად, რატომ? აგვერჩია ვიღაც სხვა, ოღონდ ეგ არა; მესამე – 26 ათასი ფაილი ვნახეთ, სადაც სიბინძურეა გადაღებული. ჩვენ კულტურულები ვართო… კულტურულები კი არა, გამოსირებულები ვართ, სირები ვართ ყველა! უნდა აგვეღო ორი კინოთეატრი და 24-საათიან რეჟიმში გაგვეშვა ეს ფაილები. მოზარდები არ უნდა შეგვეშვა და დღემდე „მაყუთს“ გავაკეთებდით. ეს უნდა ენახა მთელ საქართველოს. როცა ეს არ გავაკეთეთ „აბლატავდნენ“- აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი
უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასაც ეხმაურება.
„ადრე იაღოველები იყვნენ ამოსულები სვანეთში. ჩემი მეგობრის მამასთან მივიდნენ, ოთხმოცს გადაცილებულ კაცთან. მივიდნენ და უტარებდნენ ინსტრუქტაჟს, ჩვენ დავიხოცებით , მაგრამ მერე აღვდგებითო. ამან უთხრა, მე თანახმა ვარ, კაი რაღაცას იძახით, თქვენთანაც შემოვალ, თუ ერთ სურვილს ამისრულებთო, დაახლოებით 4 წელია ჩემი ის არ ამდგარა, თუ ამიყენებთ , თქვენიანი ვარო. აი , ასე აღდგება მიშა სააკაშვილი, როგორც იმ კაცს აუყენეს “- აცხადებს ჯაჭვლიანი გაზეთ „ქრონიკასთან“ .

FB კომენტარები

კომენტარი