სოკოს ტარტები არაჟნისა და ყველის სოუსით

29
SHARE

ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი – 500 გრ,
სოკო – 300 გრ,
ხახვი – 150 გრ, ზეთი.
სოუსისთვის: არაჟანი – 250 გრ, ყველი – 150 გრ, კამა, მარილი.
მომზადების წესი: ხახვი სიგრძეზე დავჭრათ და მოვთუშოთ. სოკო – წვრილად დავჭრათ, ხახვთან ერთად ტაფაში ჩავყაროთ და ცეცხლზე 15 -20 წუთი დავტოვოთ. ყველი გავხეხოთ. კამა წვრილად დავჭრათ.
სოუსი მოვამზადოთ: არაჟანი და ყველი ერთმანეთს შევურიოთ, კამა დავუმატოთ და მარილი მოვაყაროთ. ცომისგან ოთკუთხედი ფორმები ამოვჭრათ და ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე დავალაგოთ. შემდეგ ცომს სოკოს შიგთავსი დავადოთ, ხოლო ზედმოდან სოუსი მოვასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთით მოვათავსოთ.

Comments

comments