სმენადაქვეითებულ მოცეკვავეთა წარმოდგენა სახელწოდებით ,,ათი’’ – ეს აუცილებლად უნდა ნახოთ

130
SHARE

ბრიტანეთის საბჭო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ტრადიციულად კვლავ თანამშრომლობს და ქართველ მაყურებელს ყოველთვის განსაკუთრებული სტილის თანამედროვე ბრიტანულ კომპანიებს აცნობს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა – 30 სექტემბერს სმენადაქვეითებულ მამაკაცთა ქორეოგრაფიული კომპანია Deaf Men Dancing ქართველ მაყურებელს 30 წუთიან წარმოდგენაში “ათი“ ორჯერ გააცნობს 10 მცნებას, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებთან ურთიერთობისას და მათ შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს. აღნიშნულ სპექტაკლში თბილისსა და დედაქალაქის სტუმრებს სრულიად განსხვავებული პერფომანსი ელით.
სპექტაკლი ცეკვის რამდენიმე სტილს აერთიანებს და მასში ბრიტანულ ჟესტების ენას რთავს. წარმოდგენა „ათი“ ორჯერ 17:00 და 19:00 საათზე ღია ცისქვეშ მოეწყობა.
სპექტაკლი ხორციელდება პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „კულტურა და განვითარება: განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს, მარჯანიშვილის თეატრისა და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საუკეთესო მოდელების მოძიება და ახალი პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება რათა ა) შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა და პროდიუსერთა პროფესიული ქსელი და ბ) შეიქმნას პლატფორმა (მათ შორის ონლაინ), პროექტის მონაწილე ქვეყნებში ინკლუზიური ხელოვნების პროფესიული განვითარების, სასცენო დადგმების განხორციელებისა და ტრენინგების ჩასატარებლად.
„ჩვენი მიზანია შშმ ხელოვანების ჩართვა დაგეგმვის და პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ინტეგრირებული ხელოვნების ნიმუშების მაყურებლისთვის წარდგენა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალური მიდგომებში რაც თავის დადებითად იმოქმედებს სოციალურ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე“,- აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.
სმენადაქვეითებულ მოცეკვავეთა წარმოდგენა სახელწოდებით ,,ათი’’, 30 სექტემბერს ახალ ტფილისში, აღმაშენებლის გამზირზე 17:00 და 19:00 საათზე ღია ცის ქვეშ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით, მისი მოქმედების არეალი 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. www.britishcouncil.org
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მოვლენად იქცა საქართველოში, იგი კავკასიაშიც უფრო მეტად იკიდებს უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენის სტატუსს, კავკასია კი სწორედ ის ადგილია, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.tbilisiinternational.com
R

FB კომენტარები

კომენტარი