სკოლის მოსწავლის მამას ბოიკოტი შვილის სკოლაში Ferrari-ით მიყვანის გამო გამოუცხადეს

34
SHARE

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, მამამ შვილი სკოლაში Ferrari-ით მიიყვანა, რამაც სხვა მშობლებში აგრესია გამოიწვია და ის ბოიკოტის ადრესატი გახდა.
ბიჭუნას კლასელების მშობლები აღშფოთებულები იყვნენ ასეთი „პიჟონობით“ და აღნიშნული მშობელი საერთო ჩატიდან წაშალეს. ეს კი მას მერე გააკეთეს, რაც მამაკაცმა უარი თქვა სკოლაში ბავშვის ნაკლები ღირებულების ავტომანქანით მიყვანაზე.
თავდაპირველად, საქმეში სკოლის პედაგოგები ჩაერთვნენ. მათ მშობელს განუმარტეს, რომ სხვა მშობლები აღშფოთებულები იყვნენ მისი საქციელით და რომ სიმდიდრის ასეთი გამოვლინება ბავშვებს შორის შეიძლება არაჯანსაღი შედარებების მიზეზი გახდეს.
„ეს არასწორია. თქვენ არ უნდა იტრაბახოთ იმით, თუ როგორი მდიდარი ხართ“, – განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ფერარის მფლობელს. ამ უკანასკნელმა კი უკან დახევაზე უარი თქვა. პრეტენზიებზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ამდენი ფული ჰქონოდა და სურს შვილს ყველაფერი საუკეთესო მისცეს. როგორც ირკვევა, მამაკაცი ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
ინციდენტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩინეთის სოციალურ ქსელებში, სადაც მიმდინარეობს აქტიური დისკუსია-საჭიროა თუ არა ფუფუნების საგნების ამგვარად დემონსტრირება და ვნებს თუ არა ეს მოზარდების ფსიქიკას.

Comments

comments