სკანდალური მიმართვა შორენა ბეგაშვილს – “მათხოვრობა დაიწყე, რამდენმა გაჭირვებულმა ფული გადმოგიგზავნა”

146
SHARE

დღეს, შორენა ბეგაშვილი იუბილარია და სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს დაბადების დღეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ შორენას გამოქვეყნებულ ახალ ფოტოს სკანდალი მოჰყვა.
სურათზე, სადაც შორენა ლოგინზეა გადაღებული ტორტის ნაჭრით, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიმართა:
“მათხოვრობა დაიწყე რამდენმა გაჭირვებულმა ფული გადმოგიგზავნა და აქ ფუფუნებაში ცხოვრობს გოგო”, – წერს უცნობი.
ამ კომენტარს უამრავი გამოხმაურება და აღშფოთებული ადამიანის პოსტი მოჰყვა:

“ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, გავგიჟდი. ფუფუნება? გინდა შენც ასეთი ფუფუნება? შორენა მეტს იმსახურებს, ისეთი დედაა. მაგრამ აქ ფუფუნებას ნამდვილად ვერ ვხედავ. და შენი ფუფუნება კი, მერწმუნე, პირველ რიგში, შენი სულიდან სიბოროტის განდევნა იქნება. შორენას და ევას მეტ ფუფუნებას ვუსურვებ მთელი არსებით. დაგლოცოთ უფალმა, სადაც არ უნდა იყოთ…”
“ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა მორჩეთ ერთმანეთის ლანძღვას, შურიანობას და ბოღმის ნთხევას?”

“გილოცავთ, მრავალს დაესწარით ულამაზეს ევასთან ერთად…
P.S. აქ უამრავ ბოღმიანს კიდევ ვუსურვოთ, თქვენ რომ ხართ ახლა, იმგვარ ფუფუნებაში ცხოვრება…”

“ღმერთო, რამდენი ულოგიკო და ბოღმიანი კომენტარია. არ მინდა დავიჯერო, რომ ქართველები ასეთები ვართ. დაბადების დღეს გილოცავ, ძლიერო დედიკო…”

FB კომენტარები

კომენტარი