სკანდალური დაპირისპირება შალვა რამიშვილსა და მარგო ლუჩკოს შორის – ”არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე…”

468
SHARE

   მესამე კვირაა ”შალვა რამიშვილის შოუში” აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. მხიარული და პოზიტიური მარგო მაყურებლის თვალს მოაკლდა. ჩვენ ტელეწამყვანის ბედით დავინტერესდით და გადაცემის წამყვანს,შალვა რამიშვილს დავურეკეთ.
– შალვა, ”რეიტინგიდან” გაწუხებთ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
– გისმენთ.
– თქვენს გადაცემაში აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. ამის მიზეზი გვაინტერესებს.
– მარგო ლუჩკო და ”შალვა რამიშვილის შოუ” ერთმანეთს დაშორდნენ.
– რა გახდა ამის მიზეზი?
– მიზეზი იყო გარკვეული შემოქმედებითი უთანხმოება.
– ზედმეტად ზოგადი განმარტებაა, იქნებ დააკონკრეტოთ?
– შემოქმედებითი უთანხმოება გვქონდა, ამის გარდა ვერაფერს გეტყვით.
– ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისეთი სიუჟეტის მომზადება სთხოვეთ, რომლის მომზადებაც მან არ ისურვა.
– ისეთი არაფერი შეგვითავაზებია, რაც საქართველოს კანონმდებლობას და სატელევიზიო ქცევის წესებს ავნებდა.
ჩვენ მარგოსაც დავუკავშირდით.
– მარგო, გავიგეთ შემოქმედებითი უთანხმოება გქონია შალვა რამიშვილითან, რის გამოც დატოვე ეს გადაცემა. უფრო კონკრეტულად გვიამბე, რა მოხდა?
– სამწუხაროდ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მე არ შემიძლია გავაკეთო ის, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. არსებობს საკითხები, რომელზეც მე სიცილი არ შემიძლია.
– მაგალითად?
– არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
– კონკრეტულად რა დავალებაზე თქვი უარი?
– ამის თქმა არ მინდა. შალვამ დამავალა სიუჟეტის მომზადება, რომელსაც ვერ მოვამზადებდი, არა იმიტომ რომ პროფესიონალი არ ვარ, არამედ პირველ რიგში ადამიანი ვარ! ვთავაზობდი მსგავსი სიუჟეტის გადაღებას სხვა ადგილზე, მაგრამ შალვა დათმობაზე არ წავიდა. ჩვენ დავშორდით.
– ხმაურით?
– ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. მიუხედავად ყველაფრისა, პატივს ვცემ შალვას და მასზე არაფრის თქმას არ ვაპირებ.
– სამწუხაროა, რომ დატოვე ”შალვა რამიშვილის შოუ”, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა გადაცემაში გნახავთ.
– უკვე მაქვს შემოთავაზება, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. ეს იქნება სიურპროზი მაყურებლისთვის.

http://www.reitingi.ge/

FB კომენტარები

კომენტარი