სკანდალური გადაცემა HTB-ზე _ ლალი მოროშკინა სააკაშვილის ამბებს ჰყვება

116
SHARE

НТВ შაბათის, 20:00  საათის გადაცემის _ „ახალი რუსული სენსაციები”, ანონსს ავრცელებს. რა იმალება გადაცემის იმ სკანდალური ფრაზის უკან, რომელიც ანონსში ვრცელდება: „სააკაშვილი ავაკოვის წინააღმდეგ და 2 ქალი, რომლებისაც მათ ეშიანიათ”?
ამ „2 ქალი“-დან ერთ-ერთი, „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო”-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ლალი მოროშკინა გახლავთ. HTB-ს გადაცემაში მისი ინტერვიუც არის ჩაწერილი. დაანონსებული, სკანდალური გადაცემის შესახებ „ფოსტალიონი” ლალი მოროშკინას ექსკლუზიურად ესაუბრა.
 ლალი მოროშკინა: _ ჩამოსული იყო გადამღები ჯგუფი. ისინი 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გადაიღეს ირაკლი გედენიძე, რომელიც პოლიტ-პატიმარი იყო 26 მაისის კადრების გადაღების გამო, ლუკა კურტანიძე, რომელიც დასისხლიანებული იყო 26 მაისს, ბევრი საინტერესო მომენტი, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიაა და რომლის დავიწყებასაც ასე გვაძალებენ ნაციონალები, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. მსოფლიოში ბევრმა უნდა გაიგოს, რა ხდებოდა საქართველოში და რა გადაიტანა ქართველმა ხალხმა. 320 000 ადამიანი როგორ ჰყავდათ დატყვევებული, როგორ აფორმებდნენ ღამის 2-3 სთ-ზე ადამიანები სხვებზე საკუთარ ქონებას და თვითონ ნულზე რჩებოდნენ, როგორი ბრძოლა გვაქვს დღესაც იმისთვის, რომ დავიბრუნოთ წართმეული.
_ თქვენთან როგორ მოხვდა ეს ჯგუფი?
_ გადამღები ჯგუფი დამიკავშირდა ჩემი წიგნის _ „პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი”, გამო. იმ დროს ძალიან ბევრი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, არათუ წიგნის დაწერას. მათ, ამ წიგნის გარშემო, რომელიც საქართველოში ბესტსელერი გახდა, აინტერესებდათ ყველაფერი.

_ თქვენ რა მოუყევით?
_ მე მოვუყევი ჩვენს საერთო ბავშვობაზე, როგორ მოხდა, რომ ბავშვი_სააკაშვილი ნელ-ნელა გადაკეთდა მონსტრად და როგორ გადაიქცა საბოლოო ჯამში იმად, რაც ჩვენ ვიხილეთ. პატრიარქის სავარძელში ჩაბრძანებული, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი. რატომ მოხდა ეს დეგრადაცია, როგორ დაიხოცნენ ახალგაზრდები ქუჩებში, ანუ ის ყველაფერი, რაც წიგნშია და ქართველმა და გერმანელმა მკითხველმა იცის.

_ გერმანულადაც გამოიცა?
_ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე 2009 წელს გაიყიდა გერმანული ვერსიაც. ახლა ვფიქრობ, რომ ეს წიგნი უკრაინაში და რუსეთშიც მოხვდება.

წყარო: http://www.postalioni.com

FB კომენტარები

კომენტარი