სკანდალი: ჯიმ ქერისთან დაშორების შემდეგ, მისმა შეყვარებულმა თავი მოიკლა  (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

345
SHARE

ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ ქერი სკანდალში გაეხვია. მასთან დაშორებიდან მეხუთე დღეს, მისმა შეყვარებულმა გოგონამ – კატრინა უაითმა თავი მოიკლა.

28 წლის გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მას სახლში სტუმრად ეწვივნენ. როგორც ლოს-ანჯელესის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სიკვდილი დიდი დოზით სამკურნალო მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია. გოგონას ცხედართან წალმების მიმოფანტული აბები ეყარა. პოლიციის განცხადებით, სიკვდილის წინ მან ჯიმ ქერისთვის წერილი დატოვა, თუმცა გზავნილის შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ჰოლივუდის მსახიობმა და გრიმიორად მომუშავე გოგონამ ერთმანეთი 3 წლის წინ, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. რომანი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა შემდეგ, ქერიმ გოგონა მიატოვა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე წყვილმა  ურთიერთობები კვლავ აღადგინა, მაგრამ 24 სექტემბერს მათ შორის ყველაფერი დასრულდა. სწორედ ამ დღეს კატრინამ საკუთარ მიკრობლოგზე Twitter-ში დაწერა: „იმედი მაქვს, რომ კარგად ვექცეოდი ჩემს ახლობლებს“.

ყოფილი შეყვარებულის  გარდაცვალების შესახებ მსახიობმა წერილი გაავრცელა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ის კეთილი იყო და ნაზი, ნამდვილი ირლანდიური ყვავილი, დედამიწაზე ცხოვრებისთვის ზედმეტად მგრძნობიარე. მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეყვარებული ყოფილიყო და ისიც ყვარებოდათ. ჩემი ფიქრები ახლა მის ოჯახთან და იმ ადამიანებთან არის, ვისაც კეტრიონა უყვარდა. ყველა ჩვენგანისთვის ეს დიდი დარტყმა იყო,“ – წერს ჯიმ ქერი.

მსახიობის პირად გვერდზე „ტვიტერში“ ბოლო გამოქვეყნება  კატრინა უაითთან ერთად გადაღებული ფოტოა, რომელიც 16 სექტემბრით, დაშორებამდე 1 კვირით ადრე თარიღდება.

2CE72C4F00000578-3253642-Jim_Carrey_s_ex_girlfriend_Cathriona_White_28_has_committed_suic-m-11_1443540373055

2CE78C2300000578-3253642-image-m-69_1443552982721

2CE96A7E00000578-3253642-image-a-74_1443560546426

2CE744D300000578-3253642-image-m-28_1443541551177

2CE758AC00000578-3253642-Carrey_and_the_Irish_make_up_artist_first_met_in_2012_but_broke_-m-57_1443546434206

2CE7445E00000578-3253642-image-m-23_1443540993077

2CE7778B00000578-3253642-image-a-58_1443546438870

2CE7446500000578-3253642-White_captioned_this_photo_posted_to_her_Instagram_one_week_ago_-m-21_1443540974257

2CE8344200000578-3253642-image-a-72_1443554572108

2CE8346200000578-3253642-image-a-73_1443554574421

156DEA6D000005DC-3253642-image-a-31_1443543036379

690x532_1_8299aca4c8c57c1ef7dcfb96cf8ce4ed@763x589_0xd42ee42a_15171779741443544886

FB კომენტარები

კომენტარი