სკანდალი “მის უკრაინას” კონკურსზე – რატომ წაართვეს გვირგვინი გამარჯვებულს

414
SHARE

ცოტახნის წინ კიევში სილამაზის კონკურსი “მის უკრაინა 2018” ჩატარდა, რომლის გამარჯვებული კიევის რაიონის მკვიდრი ვერონიკა დიდუსენკო გახდა. მაგრამ ტრიუმფი დიდხანს არ გაგრძელებულა, ნაციონალური კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებულს ტიტული ჩამოართვეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.
ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, კონკურსის მონაწილემ თავისი ოჯახური მდგომარეობა დამალა, რამაც ასეთ რადიკალურ შედეგამდე მიიყვანა. თვითონ დასახელება “მის უკრაინა” გულისხმობს, რომ მისი მონაწილეები გასათხოვარი, ლამაზი გოგოები უნდა იყვნენ. ხოლო გოგონებისთვის, ვისაც ოჯახები ჰყავთ, მათთვის ცალკე კონკურსი – “მისის უკრაინა” ტარდება.

Comments

comments