სკანდალი: მერკელი ჰიჯაბით რაიხსტაგის ფონზე  – გერმანული ტელეარხი ანტიისლამიზმში დაადანაშაულეს 

154
SHARE

გერმანიის სახელმწიფო ტელეარხი ARD სკანდალში გაეხვია. გადაცემაში, სადაც დევნილთა თემას განიხილავდნენ, ისლამურ ტანისამოსში ჩაცმული გერმანიის კანცლერის კოლაჟი უჩვენეს. ეთერში გასულ კადრში ანგელა მერკელი რაიხსტაგისა და მინარეთის ფონზე დგას და მუსულმანი ქალის მსგავსად, ჰინჯაბში – ისლამურ თავსაბურავშია გამოწყობილი.

ტელეკომპანია, რომელიც მიგრანტების კრიზისს განიხილავდა, ეთერში ნაჩვენები კოლაჟის გამო, ანტიისლამიზმში დაადანაშაულეს და ორგანიზაცია „პეგიდასთან“ (პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ) გააიგივეს. ამასთან, არხის ჟურნალისტებმა მომხდარის გამო ბოდიშიც არ მოიხადეს. FACEBOOK-ში გამოქვეყნებული პოსტით, მათ მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ მაყურებელი კოლაჟის სატირულ არსს ვერ მიხვდა. ტელევიზიამ სპეციალურ განცხადებაში განმარტა, რომ საზოგადოებამ მომხდარი სხვაგვარად გაიგო და არასათანადოდ აღიქვა.

მიგრანტების საკითხზე ცოტა ხნის წინ, სკანდალში ფრანგული სატირული ჟურნალი Charlie Hebdo-ც კიდევ ერთხელ გაეხვია, მას შემდეგ, რაც გამოცემამ ზღვაში დამხრჩვალი 3 წლის სირიელი ბიჭის კარიკატურა დაბეჭდა.

FB კომენტარები

კომენტარი