სკანდალი: კრიშტიანუ რონალდუ ცნობილ ბოქსიორზე გათხოვდა – წყვილი მაროკოში ისვენებს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

510
SHARE

მსოფლიო ჩემპიონმა კიკბოქსინგში ბადრ ჰარიმ ცოლად მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანა. ამის შესახებ TWITER-სა და FACEBOOK-ის პირად გვერდებზე თავად სპორტსმენმა დაწერა და „ახლადდაქორწინებულთა“ ფოტოებიც გამოაქვეყნა სათაურით – „Just married“. წყვილი თაფლობის თვეს მაროკოში ატარებს.

1

სინამდვილეში დიდი ხნის მეგობრებმა იხუმრეს და ერთად გადაღებულ ფოტოს სკანდალური სათაური დაურთეს, რომელიც შემდგომ დასავლურმა პრესამ აიტაცა. ფეხბურთელმა შვებულების გატარება მაროკოში გადაწყვიტა, სადაც მას მეგობარი დახვდა. რელაქსი, ღამის კლუბები, აუზები და ძველი მეგობრები – ასე ერთობა „რეალის“ თავდამსხმელი აფრიკის კონტინენტზე. მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მას რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცა, რონალდუმ გადაწყვიტა საკუთარი თვითმფრინავით მაროკოში გადაფრენილიყო. იქ კი ცნობილ ორ სპორტსმენს ნამდვილად არ მოუწყენიათ. რონალდუს შვებულება მათ ერთ გარემოცვაში გაატარეს და მაროკოს ღამის კლუბები, საცურაო აუზები და გასართობი ცენტრები დალაშქრეს.

რონალდუს თანამედროვე კიკბოქსინგისა და ბოქსის მებრძოლებიდან ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენთან, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ბადრ ჰარი რომელიც 1984 წლის 8 დეკემბერს ამსტერდამში დაიბადა, მძიმე წონაში ჩხუბობს. 2007-2008 წლებში ჰარი გახდა „კა-1“ -ის მძიმეწონოსანთა ჩემპიონი, ასევე 2009 იყო K-1 World Grand Prix -ის ფინალისტი. 2012 წლის ივნისში, LiverKick.com-მა იგი მსოფლიოში #3 მძიმეწონოსან მებრძოლად აღიარა. მას  დიდი ადგილი უჭირავს თანამედროვე კიკბოქსინგისა და ბოქსის სფეროში.

2011 წელს ბადრ ჰარიმ კიკბოქსინგის მიტოვება გადაწყვიტა და განიზრახა ბოქსში გადასულიყო. მან ბოლო, გამოსამშვიდობებელი ბრძოლა 2012 წლის 27 მაისს, ანდერსონ სილვას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მოიგო კიდეც. ყველაზე მოკლე ბრძოლა, რომელიც ჰარიმ ჩაატარა, ეს იყო 6 წამიანი. მან ნოკაუტით ხორვატიელ დომეგო ოსტიჯიქს მოუგო.

2 3 4 5 6

https://www.youtube.com/watch?v=mllurQxPzwY

Comments

comments