სკანდალი – მღვდელი ჰომოსექსუალობაში გამოტყდა

85
SHARE

ვატიკანში მოღვაწე პოლონელი კათოლიკე პადრე კშიშტოფ ხარამსა თანამდებობებიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომის წინ საჯაროდ განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ის ვეღარ ასწავლის უმაღლეს კათოლიკურ სკოლებში, ვეღარ იქნება ვატიკანის საერთაშორისო თეოლოგიურ კომისიაში ასისტენტი და ეს იმის გამო, რომ მას მერე, რაც სასულიერო პირმა ღიად გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალია – ვატიკანის წარმომადგენელმა მისი ქმედება შეაფასა, როგორც ძალიან სერიოზული და უპასუხისმგებლო.

12092462_615692165237890_561162467_n

ყოფილმა სასულიერო პირმა განაცხადა: „რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალობაზე იცის სტერეოტიპების გროვა, არასწორი წარმოდგენები, ტყუილები და ბანალურობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემი ეკლესია გეებს ეუბნება, მალულად, იზოლაციაში იცხოვრეთ, ანონიმურები დარჩით, არ გამოავლინოთ თქვენი სექსუალური იდენტობა, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ყოველგვარი სექსუალური ცხოვრებისგან და სექსუალურობის გამოვლენისგანო. ეს არ არის ჯანსაღი რამ ჯანმრთელი ადამიანისთვის, ეს არ არის გზა, რომლისკენაც იესო ქრისტე მიგვითითებდა“.

მან იქვე აღნიშნა, რომ „ყოველი ჰომოსექსუალი ღვთის შვილია. როცა ჰომოსექსუალს ღმერთი სწამს, ის ეკლესიის ან სხვაგვარი ქრისტიანული თემის შვილია და მის ღირსებას პატივისცემა სჭირდება. აუცილებელია, რომ აღიარონ მისი უფლება სიყვარულზე, შესაძლებელ ქორწინებაზე და იმ პირთან ერთად ცხოვრებაზე, ვისაც უყვარს. ეს არის ღვთის ნება ჩვენი ცხოვრების და ჩემი ცხოვრების მიმართაც“.

კშიშტოფ ხარამსას განსაკუთრებით არ მოუწონეს ის, რომ თავისი ჰომოსექსუალობის საჯაროდ გამოცხადება ვატიკანში ოჯახის სინოდის შეკრებას დაამთხვია. ნახევარი წლის წინ ვატიკანის მთავარმა ეპისკოპოსმა დროებით შეაჩერა ხალხის პროტესტი გერმანელი ღვთისმსახურის ხელგაშლილი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მან 3 მილიონი ევრო მოახმარა საკუთარი სახლის შენებას, თავისი მედიტაციისთვის განკუთვნილი ბაღითა და ბევრი სხვა რამით. საზოგადოების შეჩერება მას შემდეგ ვეღარ მოხერხდა, როდესაც ჟურნალმა „შპიგელმა“ ეპისკოპოსის ინდოეთში მოგზაურობაზე, თვითმფრინავის პირველი კლასითა და თავბრუდამხვევ სასტუმროში დასვენების შესახებ დაწერა.

FB კომენტარები

კომენტარი