და ძმის ქორწილში ცუდად გახდა – სახალისო ფოტოკადრი

132
SHARE

25 წლის ბრიტანელი კევინ კენედი რაიანი, აბსოლუტურად მოულოდნელად, უნიკალური საქორწილო ფოტოსურათის პატრონი გახდა. მან ეს ფოტო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა და უამრავი გამოხმაურება დაიმსახურა -ფოტო, მალევე, ვირუსული გახდა.

საქმე ისაა, რომ ფოტოგრაფმა შემთხვევით განსაკუთრებული მომენტი აღბეჭდა. რაიანი და მისი მეუღლე სამი წლის წინ ჩიკაგოში დაქორწინდნენ. ის ზაფხული ძალიან ცხელი იყო. საქორწინო ცერემონიის მომზადებამ დაღალა როგორც სიძე-პატარძალი, ისე მათი ოჯახის წევრები. იმ მომენტში, როდესაც სასულიერო პირმა ცერემონიის ყველაზე გადამწყვეტი ფრაზა წარმოთქვა და წყვილი კოცნას იწყებდა, რაიანის უფროსი და ცუდად გახდა და იატაკზე პირქვე დაემხო. ზუსტად ეს მომენტი აღმოჩნდა კამერაზე დაფიქსირებული.

რაიანის და მალევე მოასულიერეს, კოცნის ფოტოსურათის ხელახლა გადაიღეს. ეს კადრი კი იმდენად სახალისო და ამავდროულად, სევდიანი აღმოჩნდა, რომ უამრავი ადამიანის მიერ გაზიარებაც და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრაც ნამდვილად დაიმსახურა

Comments

comments