სიძე-სიდედრობანა – ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

186
SHARE

სიძე-სიდედრის ურთიერთობა თავიდან ტკბილად დაიწყება მაგრამ საბოლოოდ მტრად გადაეკიდებიან ერთმანეთს. ვერძი – ძალაუფლების მოყვარე მამაკაცი და ლიდერია ოჯახში. ამიტომაც გენერალი-სიდედრი ნერვებს უშლის.

კურო

კურო სიდედრის რჩევებს და მით უმეტეს მოთხოვნებს ერთი ყურში უშვებს და დაინტერესებას მხოლოდ მაშინ გამოხატავს, როცა სიდედრისგან რაიმე თავისთვის სასიკეთოს მოელის. მაგალითად, როცა ცოლის დედა ახალგაზრდა ოჯახს მატერიალურად ეხმარება.

ტყუპი

ტყუპი-სიძე სიდედრის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას არ გამოხატავს. ურთიერთობაში მსუბუქი გულგრილობა შეიმჩნევა. ტყუპი-სიძე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია, ამიტომ გააღიზიანებს ცოლის მიერ დედის გაიდეალება.

კირჩხიბი

სიძე-კირჩხიბი შეიძლება ი ძალიან საყვარელი, გულისხმიერი და მზრუნველია. მზად არის, მოისმინოს სიდედრის რჩევა, გვერდში დაუდგეს მას ან თანაუგრძნოს გაჭირვების ჟამს. გიჟდება, როცა მეორე დედიკო მას გემრიელი ოჯახური კერძებით ანებივრებს, მაგრამ ძალიან ბუტიაა.

ლომი

თუ სიდედრი ლიდერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, ოჯახში ურთიერთობა ძალიან დაიძაბება. უვნებელი, გულუხვი და გულისხმიერი სიდედრის ყოლის შემთხვევაშიც სიძე-ლომი უარყოფითად იქნება ცოლის დედიკოს მიმართ განწყობილი, რადგან ვერ აიტანს, რომ ის მის მეუღლეზე რამენაირად მაინც იქონიებს გავლენას.

ქალწული

მისთვის სიდედრი ბოროტებისა და უსამართლობის განსახიერება არ არის. ის აღიარებს მას, შეგნებით ეკიდება მის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და ცდილობს, თავი აარიდოს კონფლიქტებს. სიდედრი ვერასოდეს გაიგებს, რომ შესაძლოა მის სიძეს აღიზიანებს ყველაფერი – სიდედრის ხმიდან დაწყებული, მის მიერ მომზადებული სადილებით დამთავრებული.

სასწორი

სასწორი-სიძე ფლობს კომპრომისზე წასვლის, კონფლიქტის მოგვარების ხელოვნებას და ხანდახან დედასა და ქალიშვილს შორის მშვიდობის მტრედადაც გვევლინება. ერთადერთი, რასაც სიძე-სასწორი ვერ აიტანს, სიდედრის ჩარევას მათი ოჯახური ბუდის მოწყობასა და ბავშვების აღზრდაში.

მორიელი

თავდაპირველად, როგორც სხვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, მორიელი სიდედრის მოხიბვლასაც შეეცდება, მაგრამ თუ სიდედრი – “კერკეტი კაკალია” და ამასთან, გრძელი ენაც აქვს, მაშინ მორიელმა შესაძლოა, დიდი ხნით ჩაიდოს გულში წყენა და ადრე თუ გვიან ის ამას უხეში და არაადეკვატური საქციელით გამოხატავს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს კარგად ესმის, რომ როგორც ყველა დედა, სიდედრიც ნერვიულობს საკუთარ შვილზე. ამიტომაც მოთმინებით ეკიდება ყველა მის რჩევას, ნოტაციასა და საყვედურებსაც კი, თუ ის დამსახურებულად არის ნათქვამი. სიდედრის გაუთავებელ კრიტიკას მშვილდოსანი შესაშური იუმორით ეკიდება.

თხის რქა

ღია კონფლიქტის დროსაც კი სიძე-სიდედრის დიალოგი არ გასცდება კონსტრუქციულობისა და ზრდილობის ზღვარს. თხის რქა ხომ უფროსებისა და მასზე ბევრად გამოცდილი ადამიანების მიმართ პატივისცემის გრძნობით გამოირჩევა.

მერწყული

მერწყული – ყველაზე კონტაქტური სიძეა. უპირატესობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობას სიდედრთან და ვერ იტანს, როცა მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. სიდედრს მეფური გამოხდომებით, მბრძანებლური ტონით და ახალგაზრდა ოჯახის გაკონტროლების მცდელობით შეუძლია დაანგრიოს საკუთარი შვილის ოჯახი.

თევზები

მშვიდობისმოყვარე და მზრუნველმა სიდედრმა შეიძლება სიძის სახით გულითადი და ყურადღებიანი მეგობარი შეიძინოს. განსაკუთრებული შემთხვევა: თუ სიდედრი – რაციონალური პიროვნებაა, სიძე კი – შემოქმედებითი ადამიანი ან პროფესიით არის ხელოვანი, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ან საერთოდ არ არსებობს.

FB კომენტარები

კომენტარი