სიცივე და წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

121
SHARE

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

FB კომენტარები

კომენტარი