სიყვარულში ყველაზე ეჭვიანი და მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშნები

479
SHARE

ჩვენი საიტის მკითხველებს აქამდეც არაერთგზის შევთავაზეთ ეჭვიანობის თემაზე დაწერილი სხვადასხვა ტიპის სტატიები, თუმცა რაკიღა სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებზე ბევრი კითხვა მოგვდის პირადში, კიდევ ერთ სტატიას გთავაზობთ ამ კუთხით. ამჯერად მოდით, ყველაზე ეჭვიან და მესაკუთრე ნიშნებზე ვისაუბროთ და ის მიზეზებიც ავხსნათ, კონკრეტულად რა იწვევს მათში ამგვარ მძაფრ სურვილს აკონტროლონ და სრულად მართონ პარტნიორი. ამასთან ერთად, აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ თუკი თქვენი თავი ე.წ. “შავ სიაში” აღმოაჩინეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ოტელოსავით ეჭვიანი იქნებით. სტატია ძირითადად, ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, ღრმად ამოისუნთქეთ და დავიწყოთ:

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ე.წ. “ბრმა მრისხანებაა” დამახასიათებელი. ამიტომ ვერძების დიდი ნაწილი, ეჭვიანობითაც ერთობ “ბრმად” ეჭვიანობს. მისთვის სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პარტნიორს ხელჩართული ომი გამოუცხადოს ორგულობისთვის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ შეყვარებული ვერძის “აგდება” საკმაოდ მარტივი საქმეა თუნდაც დადგმული სპექტაკლის მეშვეობით. ვერძები ეჭვიანობას ზედმეტად ემოციურად და დრამატულად გამოხატავენ. ამიტომ ხშირად ძნელია რაიმე აუხსნათ მათ თუკი საბაბი იპოვეს საეჭვიანოდ. საუკთესო ვარიანტია, ნაკლებად იმართლოთ მის წინ თავი და დელოდოთ, როდის გადაუვლის მხურვალე ემოციები (რაც მერწმუნეთ საკმაოდ მალე მოხდება) და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ მასთან ურთიერთობის დალაგება.

კირჩხიბი – მანიაკალური მიჯაჭვულობა ახასიათებს საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ ეჭვიანობა და კირჩხიბი განუყოფელი ცნებებია. თუმცა ვერძისგან განსხვავებით კირჩხიბი დებოშით, ჩხუბით ან თეფშების მტვრევით არასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მოღალატე პარტნიორის მიმართ. თავიდან იგი უხმოდ იტანჯება ან უბრალოდ იბუტება რაღაც დროით. თუმცა შემდგომ თუკი მისი ეჭვები დადასტურდა და აღმოაჩინა, რომ რეალური მიზეზი აქვს განგაშის ასატეხად, კიბოსავით იწყებს ზურგიდან შემოვლას და როდის რას მოიმოქმედებს მოღალატე პარტნიორის გასამწარებლად ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. დაიმახსოვრეთ, შურისმაძიებლობით კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკ ნიშანს მორიელს არათუ ჩამოუვარდება, ხანდახან ამეტებს კიდეც.

მორიელი – მისი ბუნება ზოგადად ეჭვიანია, ამიტომ მორიელი ეჭვით ეკიდება არამხოლოდ პირად ურთიერთობებს არამედ ზოგადად ყველანაირ ურთიერთობას ცხოვრებაში. მას შეუძლია გულწრფელობაზე გადაამოწმოს საკუთარი ოჯახის წევრი და უახლოესი მეგობარიც კი, თუკი ინტუიციამ უკარნახა, რომ ეს უკანასკნელი მის წინააღმდეგ რაიმე სახის ინტრიგას ხლართავს. ინტუიცია კი მორიელს მერწმუნეთ ძალზე ძლიერი აქვს. სიყვარულში მორიელი არასოდეს ხსნის კარტებს ბოლომდე, ამიტომ მეორე ნახევარმა სავარაუდოდ მის შესახებ ათწლიანი თანაცხოვრების მერეც კი ბევრი რამ არ იცის, ყველა მორიელს გააჩნია დაფარული საიდუმლობები და ხშირად ორმაგი ცხოვრებაც. სამაგიეროდ, პარტნიორისგან მორიელი აბსოლუტურ ნდობასა და გულწრფელობას ითხოვს. ღმერთმა ნუ ქნას, მისი მოტყუება განიზრახოს ვინმემ. იგი კირჩხიბივით კი არ ამოგითხრით “ინკოგნიტოდ” სამარეს ზურგსუკან, ღიად გამოგიწვევთ ბრძოლაში და არ დაიღლება მანამ, სანამ მორალურად და ფიზიკურად საფუძვლიანად არ გაგანადგურებთ.

წყარო:http://all.tvfree.ge/?p=432

FB კომენტარები

კომენტარი