„სიყვარული ვერტიკალურია“

115
SHARE

სულ რაღაც, წამის მეხუთედი ყოფილა საჭირო, ადამიანს რომ შეუყვარდეს. ნიუ-იორკის სირაკუზის უნივერსიტეტის სწავლულების აზრით, ამ დროს სიყვარულის მოქმედება კოკაინის მოქმედების მსგავსია.

ბრიტანელი მეცნიერების აზრით, სიყვარულის პირველი ტალღა თავის ტვინის 12 სხვადასხვა არეს ააქტიურებს. ამასთან ერთად, სისხლში გამოიყოფა ისეთი შენაერთები, როგორიცაა: ოქსიტოცინი, დოპამინი, ადრენალინი და ვაზოპრესინი. საინტერესოა, რომ ამავე ჰორმონებისა და ნეირომედიატორების გამომუშავება სტიმულირდება კოკაინის მოხმარებისას.

„სიყვარულს აქვს მეცნიერული ახსნა, მაგრამ აქამდე გაურკვეველია, ჩვენ გულით გვიყვარს თუ თავით? ალბათ, უფრო თავით, მაგრამ ამ დროს ჩართულია გულიც. სიყვარული – ეს რთული მოვლენაა. ის განპირობებულია პროცესებით, რომლებიც ვითარდება ტვინსა და გულს შორის – ორივე მიმართულებით: როგორც ზევიდან ქვევით, ასევე ქვევიდან – ზევით. მაგალითად, თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილების გააქტიურება იწვევს გულის სტიმულაციას – „სიყვარულით ტანჯვას“. ამგვარად, სიმტომები, რომლებიც, ჩვენი აზრით, გულის მოქმედების გამოვლინებაა, ტვინში იბადება“, – განმარტავენ სწავლულები.

კვლევებმა, აგრეთვე, აჩვენა, რომ სიყვარულის სხვადასხვა ტიპი თავის ტვინის სხვადასხვა არეს ეხება. ასე მაგალითად, დედასა და შვილს შორის სიყვარულზე „პასუხისმგებელია“ შუა ტვინი, ხოლო ვნებიანი სიყვარული დაკავშირებულია ტვინის იმ არეებთან, რომლებიც უფრო მაღალი რანგის შემეცნებით ფუნქციებს აკონტროლებს.

სიყვარულის სამეცნიერო ბაზას ავსებს აღმოჩენა, რომელიც სხვა მკვლევრებმა გააკეთეს: აღმოჩნდა, რომ შეყვარებულთა სისხლში შეინიშნება ცილის მომატება, რომელიც ცნობილია, როგორც „ნერვების ზრდის ფაქტორი“ და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეირონების სიცოცხლისუნარიანობაში. ეს ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აგრეთვე სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის თავის ტვინის შესწავლასა და ფსიქიატრიაში. არშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად იწვევენ ძლიერ დარდს და დეპრესიას. თუ ვიპოვით ტვინში იმ ადგილებს, რომელზეც უშუალოდ სიყვარულმა იმოქმედა, ექიმები შეძლებენ, უფრო კარგად გაიგონ იმ პაციენტის განცდები, არშემდგარი პირადი ცხოვრების გამო რომ იტანჯებიან.

წყარო:http://www.for.ge

FB კომენტარები

კომენტარი