სიტყვა idiot-ის ჩაწერისას Google-ში დონალდ ტრამპის ფოტოები იძებნება

54
SHARE

 Google-ში სიტყვა idiot-ის ჩაწერისას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფოტოები იძებნება. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა ფლეშმობი გამართეს, რომლის მიზანიც ინტერნეტში აშშ-ის პრეზიდენტის ფოტოების განთავსება იყო წარწერით: American Idiot. (American Idiot-ი არის ამერიკული როკჯგუფის Green Day-ის ერთ-ერთი სტუდიური ალბომის დასახელება)
Google-ის საძიებო სისტემა აფასებს და აანალიზებს ინფორმაციას და მათ საკვანძო სიტყვების მეშვეობით აკავშირებს. მას შემდეგ რაც, ფლეშმობის შესახებ ბრიტანულ და ამერიკულ მედიაში დაიწერა, Google-ში სიტყვა idiot-ის დაწერისას, დონალდ ტრამპის ფოტოები ჩნდება.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში დიდ ბრიტანეთში 12 ივლისს ჩავიდა.

FB კომენტარები

კომენტარი