სისხლის ანალიზით სიკვდილის თარიღის განსაზღვრაა შესაძლებელი

280
SHARE

მეცნიერებმა სისხლის ანალიზის მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც უახლოეს ხუთ წელიწადში სიკვდილის რისკის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ფინელმა და ესტონელმა მკვლევარებმა დაახლოებით 17000 შედარებით ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუში შეაგროვეს და მათ 100-ზე მეტი სხვადასხვა ნაერთის არსებობაზე სკანირება გაუკეთეს.

ანალიზის პარალელურად, სპეციალისტები რ

 ამდენიმე წელი ამ ადამიანებს თვალყურს ადევნებდნენ. შემდეგ, მეცნიერებმა ცოცხალი ადამიანებისა და ამ პერიოდში გარდაცვლილების ტესტირების შედეგები შეადარეს. მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სიკვდილის მაღალი რისკის დროს ორგანიზმში ოთხი ბიომარკერი გამოვლინდება. მათი საშუალებით, ფარული დაავადების გამოვლენა და სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება შეიძლება.

ექიმების მიერ აღმოჩენილი ოთხი ნაერთი, ონკოლოგიური დაავადებების, ინფარქტის, ინსულტისა და სხვა სასიკვდილო პათოლოგიების რისკის შესახებ იტყობინება. ტესტირებისას გამოვლენილი ერთ-ერთი ბიომარკერი – ალბუმინის ცილაა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალბუმინის დონე ღვიძლის დაავადებების, დამწვრობისა და ონკოლოგიური სნეულებების დროს მკვეთრად იზრდება.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი