სირიაში დაიბეჭდა ფული ბაშარ ასადის გამოსახულებით

34
SHARE

 სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2000 სირიული ფუნტის ახალი კუპიურა გამოუშვა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი ბაშარ ასადია გამოსახული.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის, დურაიდ დურგამას განცხადებით, ასადის ფოტოთი კუპიურის გამოშვება რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა, მაგრამ ეს ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.
ცნობისთვის, 1000-ფუნტის გამოსახულებით კუპიურაზე ბაშარის მამის, ჰაფეზ ასადი გამოსახული, რომელიც სირიას 1971-2000 წლებში მართავდა. 2011 წლის შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სირიული ფუნტმა დევალვაცია განიცადა. თუ ომის წინ 1 აშშ დოლარი 47 ფუნტი ღირდა, ახლა მისი ფასი 500 ფუნტს შეადგენს.


Comments

comments