“სიმღერის შემდეგ კისრისტეხით გარბოდა ეს ამხელა ჩაპუტკუნებული გოგო” – შეროზია აგილერას კონცერტით აღფრთოვანებულია

437
SHARE

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი შეფასებიდან ჩანს, რომ კრისტინა აგილერას კონცერტით აღფრთოვანებულია:
“არ შემიძლია არ გაგიზიაროთ აგილერას კონცერტის შედეგად მიღებული ემოცია!!!
1. ეს იყო შოუ, სადაც თითქმის ყველაფერი გაკეთდა, რის საშუალებასაც დარბაზი აძლევდა.
2. იმღერა ყველაფერი, რაც ვიცოდით, დაიხარჯა ბოლომდე, ბოლო წვეთამდე!
3. გამოიყვანა ჯგუფი “აჭარა”, რომელიც, როგორც გავიგე შემთხვევით აღმოაჩინა თავად და ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო…
4. ადამისგან განსხვავებით – გვეკონტაქტებოდა, უშუალოდ, მეგობრულად.
5. თითქმის ყველა სიმღერის შემდეგ კისრისტეხით გარბოდა ეს ამხელა ჩაპუტკუნებული გოგო და იცვლიდა, რომ ყოველ ჯერზე ახალი სანახაობა ეჩვენებინა.
6. ჰყავდა დიდი და ძალიან კარგი გუნდი მოცეკვავეების და ბექ ვოკალისტებისაც.
ერთადერთი: ვერ ვისწავლეთ “ღრუზინმა” ორგანიზატორებმა თავის დროზე დაწყება და მერამდენე კონცერტია, სამი საათი ვდგავართ და ველოდებით!!! და კიდევ: hurt არ გვიმღერა, რითაც ძალიან გვაწყენინა.
მოკლედ, ბევრი “აგილერა” საქართველოს და იმ ხალხს, ვინც პოპის მსმენელების მიმართ ირონიულ რეპლიკებს ისვრის – ვთხოვ დადუმდნენ, ვინც ძალიან ვისიამოვნეთ – შეგვარგეთ, ვინც ეს 100+ ლარი სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეთ – შეგერგოთ თქვენც! აქვე რჩევა: ქუსლებზე და საღამოს კაბებს ნუ ჩაიცვამთ, დასადგომ ადგილას მაინც! ერთმა ისე ჩამასო ქუსლი, მომაგლიჯა ფეხი! და კიდევ: ქრი-სტი-ნაა ძახილი “მიატოვეთ” ქართული აქცენტით, მეგონა ვიღაც სენაკელ ქრისტინა ჭიჭაღუას ეძახდნენ.
პ.ს. რეპერტუარით ისე რა, ვოკალურად მომწონდა, ვიზუალურადაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა!
პ.ს. 120+ კგ მასის ბიჭებს უმორჩილესად გთხოვთ ნუ იხტუნავებთ ასე გაშმაგებით, მშვიდ სიმღერებზე მაინც დაგვინდეთ. გუშინ ისე ხტუნავდა ორი ჩასუქებული მამრი, say something-ზეც კი, რომ მათ უკან 3 მეტრის რადიუსში სიცარიელე იყო. ვინმეს რომ დახტომოდნენ შემთხვევით – გარანტირებული მსხვერპლი იქნებოდა… არა და როგორ მინდოდა ახლოს მისვლა სცენასთან!!” – წერს შეროზია.

FB კომენტარები

კომენტარი