სილვესტერ სტალონე „რემბო 5“-ში მიიღებს მონაწილეობას

882
SHARE

„რემბო-5“-ზე მუშაობა იწყება. ფილმის გადაღებების დაწყების შესახებ ჯერ 2009 12506594_1110193285692181_532274557_nწელს, შემდეგ კი 2014 წელს ითქვა, თუმცა რადგან სილვესტერ სტალონეს დათანხმება ვერ მოხერხდა, პროექტი დროში გაიწელა.
სტალონე, რომელიც წლების განმავლობაში მამაკაცური ტესტოსტერონის განსახიერება იყო და თვლიდა, რომ რემბოსთვის დღესდღეობით ზედმეტად ბებერია, მსახიობი უკვე 69 წლისაა.
“გულს უნდა, მაგრამ სხეული მეუბნება: „დარჩი, სახლში!“ ეს ჰგავს ბოქსიორს, რომელიც წლების მერე ბრუნდება ბოლო რაუნდისთვის და მარცხდება”.
საბოლოოდ მსახიობი მაინც დათანხმდა როლს, რადგან ის თვლის, რომ ბოლო ფილმით ის თავისი მაქსიმუმის ჩადებას შეძლებს ამ პერსონაჟში და ჯონ რემბოს ისტორიას დაასრულებს. ფილმისა და სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი