სილამაზის კონკურსის გამარჯვებული არასრულწლოვანს შიშველ ფოტოებს უგზავნიდა

64
SHARE

სილამაზის ყოფილი დედოფალი განსასჯელთა სკამზე იმის გამო აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანს ფოტოებს უგზავნიდა, სადაც შიშველი პოზირებდა. 15 წლის ბიჭი იმ სკოლაში სწავლობდა, რომელშიც კარპენტერ ბეარსი ასწავლიდა. მასწავლებლის და მოსწავლის მიმოწერა რამდენიმე თვე გაგრძელდა, სანამ ამის შესახებ ბიჭის დედამ არ გაიგო.
28 წლის მასწავლებელს არასრულწლოვნებს შორის გარყვნილი ფოტოსურათების გავრცელებაში წაუყენეს ბრალი. 2014 წელს ის „მის კენტუკი“ გახდა, ორი წლის შემდეგ კი „სარფიანად“ გათხოვდა. როდესაც ის სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა, მაშინ ამბობდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა სკოლაში მუშაობაზე.
თუმცა, როგორც ჩანს მას მალე მობეზრდა მშვიდი ცხოვრება. კარპენტერმა ერთ-ერთ თავის მოსწავლეს მინიმუმ ოთხი ფოტო გაუგზავნა, სადაც ის შიშველი მკერდით ჩანს.
მასწავლებელი, 10 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუკი მას დამნაშავედ ცნობენ, 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

FB კომენტარები

კომენტარი