სილამაზის გაკვეთილები – ცვივა და ჭაღარავდება თუ არა გადანერგილი თმა

229
SHARE

“თალიზისა” და აკაკი წილოსანის მსოფლიო დონის სასწაულები

ვანო პავლიაშვილი

შედეგი ისე მომწონს და ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ არ ვმალავ: დიახ, დაახლოებით, 8 თვის წინ თმა გადავინერგე! “ძალიან შეიცვალე, ”რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდი!” , – ხშირად მეუბნებიან ნაცნობ-მეგობრები და მეც ერთგვარი სიამაყით ვპასუხობ, ჯერ სად ხართ, ერთი წლის მერე უნდა ნახოთ, ჯერ მხოლოდ 50-60 პროცენტია ამოსული-მეთქი. “დავიჯერო, გადანერგილი თმა არასოდეს გაგცვივდება?”, “გადანერგილი თმაც ჭაღარავდება?”, “თმის გადანერგვა ძვირი სიამოვნებაა?”, – ამ კითხვებსაც ხშირად მისვამენ. ჰოდა, ყველა დაინტერესებული ნაცნობისა თუ უცნობისთვის ამომწურავი ინფორმაცია რომ მიმეწოდებინა, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა, რასაკვირველია, თმის ტრანსპლანტაციის ქართველ გურუს, მსოფლიოში აღიარებულ ექიმს, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორს, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ხელმძღვანელ აკაკი წილოსანს ვთხოვე, რომელსაც ავსტრალიიდან დაწყებული კანადით დამთავრებული, ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ…

აკაკი წილოსანი: თმის გადანერგვა, თავისი არსით, თმის ძირების (ფოლიკულების) ადგილმონ12718273_10206922192831020_4772376457909330639_nაცვლეობაა, ანუ ქირურგიული ბრიგადა თმის ძირებს ერთი ადგილიდან იღებს და მეორე ადგილას ნერგავს. უტრირებულად რომ ვთქვათ, თუკი ვაშლს დანერგავთ, ვაშლი გაიზრდება, კაკლის გადანერგვისას კი, – კაკალი. გადანერგილი თმაც ზუსტად იმ თავისებურებებს იმეორებს, როგორიც თმას პირვანდელ ადგილას აქვს. საერთოდ, როცა თმაზე ვლაპარაკობთ, თმის ღეროს კი არა, ძირს ვგულისხმობთ. მოკლედ, თმის ძირი, სადაც უნდა მოვათავსოთ, ისევე იფუნქციონირებს, როგორც სადონორო ადგილას ფუნქციონირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადანერგილი თმაც ისევე გაიზრდება და გაჭაღარავდება, როგორც სადონორო ადგილას.

-შეიძლება, გადანერგილი თმა გამცვივდეს?
-არა, გადანერგილი თმა მუდმივია.

-ეს როგორ?
-თმის გადანერგვა ე.წ. პერმანენტული სადონორო ზონიდან ანუ კეფიდან ხდება. თუ დააკვირდებით, მამაკაცსა თუ ქალბატონს, როგორი ალოპეციაც უნდა ჰქონდეს, კეფასა და ყურებს უკან, არშიის სახით, თმა შერჩენილი აქვს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ლენინი, გორბაჩოვი ან, სულაც, ასლან აბაშიძე. მოკლედ, ადამიანს გადანერგილი თმა ისევე არ გასცვივდება, როგორც არ სცვივა ტანზე არსებული ბალანი, წამწამები, წარბები და წვერი. გადანერგილი თმა სარეველასავით მუდმივია!

-კეთილი და პატიოსანი, მაგრამ კეფიდან გადანერგილი თმის ძირი სხეულის ნებისმიერ ადგილას, ასე ვთქვათ, გაიხარებს?
-დიახ. ჩემმა მეგობარმა, ტონი ხუანმა, რომელიც სამხრეთ კორეაში ძალიან ცნობილი ქირურგია, სამეცნიერო კვლევის მიზნით, კეფიდან თმა ხელის გულზე გადაინერგა და ამოვიდა. კეფიდან თმის ძირი, მაგალითად, დამწვრობის შემდგომ ნაწიბურებშიც რომ გადაინერგოს, იქაც ამოვა და გაიზრდება.

-იმ შემთხვევაში, თუკი დამწვრობის ან ავტოკატასტროფის შედეგად კეფა ზიანდება, თმის ძირების გადანერგვა საიდან ხდება?
-საიდან და მაგალითად, თავის წინა ადგილებიდან.

-თავის წინა ან სხეულის სხვა ადგილებიდან გადანერგილი თმის ძირებიც ისეთივე სიცოცხლისუნარიანია, როგორც კეფიდან გადანერგვის შემთხვევაში?
-რა თქმა უნდა, მთავარია, ანდროგენული ალოპეცია არ იყოს. ასე დროს გადანერგვა წვერიდან ხდება.12745824_10206922192751018_4180255514069176953_n

– ანუ, იმ ადგილიდან, სადაც ცვენა შეინიშნება, თმის ძირების გადანერგვას აზრი არ აქვს, რადგან ასეთ დროს თმის ცვენა გარდაუვალია, არა?
– დიახ, ასეა. გადანერგვას აზრი არც ბუდობრივი ალოპეციის დროს აქვს, რადგან ეს დაავადება სტრესის შედეგად ვითარდება და ამ დროს ადამიანს შეიძლება, წარბებიც გასცვივდეს ანუ თმის ბუდობრივი ტიპის ცვენა გადანერგვისთვის უკუჩვენებაა.

– აკაკი, ე.წ. ხელოვნური თმა არსებობს?
– დიახ, არსებობს და ხელოვნური მიკროფიბრების იმპლანტაციაც შესაძლებელია, თუმცა `თალიზი~ ამ მეთოდს არ იყენებს, რადგან ხელოვნური მიკროფიბრი კანისთვის მიკროსხეულია, რასაც კანის დანაწიბურება მოჰყვება. სხვათა შორის, ეს მეთოდი აშშ-შიც აკრძალულია.

– ხელოვნური მიკროფიბრები რისგან მზადდება?
– ვითომ ბიოლოგიურად შეთავსებული მასალისგან. ე.წ. ხელოვნური თმა საკმაოდ ძვირია – ერთი ფიბრი 2-3 დოლარი ღირს და ძალიან ადვილი გადასანერგია. აუტოტრანსპლანტაცია კი ანუ ის მეთოდი, რომელსაც „თალიზის“ გუნდი იყენებს, ძალიან რთულია. ამიტომ, 90-იან წლებში, უცხოეთში ბევრი ცნობილი ადამიანი ხელოვნური მიკროფიბრების იმპლანტაციას მიმართავდა…

– ისე, აკაკი, სიტყვამ მოიტანა და, ლარის დეფლაციამ `თალიზის~ ფასებზე არ იმოქმედა?
– არა, ჯერჯერობით ძველი ფასებით ვმუშაობთ _ ერთი ფოლიკულის გადანერგვა ლარნახევარი ჯდება. სხვათა შორის, 2008 წლის მერე ფასი არ გაგვიზრდია…

– ”თალიზში“ სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული?
– 20-ზე მეტი. აქედან ხუთი ექიმია – ვაჟა ვადაჭკორია, მარი გუგავა, ეკა ყანდიაშვილი და ელისო მშვენიერაძე, 15 კი – ქირურგის ასისტენტი, რომელიც მიკროსკოპის ქვეშ თმის ძირების პრეპარირებას და ქირურგის მიერ წინასწარ გაკეთებულ მიკროხვრელებში თმის ძირების იმპლანტაციას ახდენს.

– მიკროხვრელის გაკეთება მაინცდამაინც ქირურგის პრეროგატივაა?
– დიახ, ყველა ინვაზიური ჩარევა ქირურგის პრეროგატივაა.

– ექიმმა „თალიზში“ მუშაობა რომ შეძლოს, სპეციალური ტრენინგი უნდა გაიაროს
– რა თქმა უნდა, რადგან თმის იმპლანტაცია აბსოლუტურად სხვა სფეროა.

– ჩვენს სამედიცინო ინსტიტუტში თმის გადანერგვა ისწავლება?
– თმის გადანერგვის კურსი არც ერთ სასწავლებელში არ იკითხება.

– რატომ?
– ალბათ, იმიტომ, რომ თმის ეფექტური გადანერგვისთვის ერთი ექიმი არაა საკმარისი. საამისოდ, დაახლოებით, 10-კაციანი გუნდია საჭირო ანუ თუ ექიმმა თმის გადანერგვა ისწავლა, შეიძლება, მუშაობა ვერ დაიწყოს, რადგან ასისტენტებიც უნდა ჰყავდეს. გუნდის შექმნას კი, მინიმუმ, 5 წელი სჭირდება…

– აკაკი, თმის გადანერგვაში თქვენს მიღწევად ე.წ. გაუტკივარების მეთოდი ითვლება, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული. ამ მეთოდზე მარტო მუშაობდით თუ გუნდათ ერთად?
– მარტო…

– ე.წ. გაუტკივარების თემით რატომ დაინტერესდით?
– იმიტომ, რომ ყველაფრის, რაც სრულყოფილი არაა, სრულყოფილება უნდა მოხდეს! სრულყოფილი არც პირველი თვითმფრინავი იყო და არც _ ავტომობილი.

– მაშასადამე, იმის თქმა გინდათ, რომ დღეს თმის ტრანსპლანტაცია სრულყოფილია?
– თითქმის სრულყოფილების დონეზეა. ყოველ შემთხვევაში, რევოლუციური მიღწევები სახეზეა…

– სრულყოფილება შეიძლება, იმ დონეზეც მივიდეს, რომ სხვისი თმის ძირების გადანერგვა რეალობად იქცეს?
– ეს გამორიცხულია. მოდით, სიტუაცია არ გავართულოთ: თმის ძირები სხვა ადამიანისგან რომ გადავინერგოთ, ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ცდილობს, ყოველგვარი უცხო მოიშოროს, უნდა დავთრგუნოთ. ესეც რომ არა, თმის ძირების სხვისგან გადანერგვა რა საჭიროა, როცა უმრავლეს ანუ 90%-ზე მეტ შემთხვევაში, ადამიანს კეფაზე ან სხეულის სხვა ადგილას საკმარისი მარაგი აქვს. მოკლედ, თუკი პაციენტი თმას „თალიზში“ გადაინერგავს და ამას მედიკამენტოზურ მკურნალობასაც მიაშველებს, ნებისმიერი ხარისხის სიმელოტის მიუხედავად, შედეგი შესანიშნავი იქნება!

– მედიკამენტები გადანერგილი თმის ამოსვლისთვისაა საჭირო?
– არა. მედიკამენტოზური მკურნალობა იმისთვისაა საჭირო, რომ არაგადანერგილი თმა არ გასცვივდეს…

– ადამიანს თმის გადანერგვა რამდენჯერ შეუძლია?
– კეფიდან ამოსაღები გრაფტების რაოდენობა 10 ათასს შეადგენს. ამას ემატება 4 ათასი წვერიდან და გრაფტების განუსაზღვრელი რაოდენობა სხეულიდან. ასე რომ, დღეს სადონორო არხების პრობლემა აღარ არსებობს და `თალიზის~ ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც სწორედ ისაა, თუ როგორ ამოვიღოთ მაქსიმალური გრაფტები სადონორო არიდან. ამ კუთხით მე და ჩემი გუნდი მსოფლიოში ექსპერტებად ვითვლებით! სხვათა შორის, `თალიზში~ ისეთი ოპერაციაცაა გაკეთებული, როცა პაციენტი სრული მელოტი იყო და თმიანობა სრულად, ასე ვთქვათ, აღდგა!

მოკლედ, თუკი თმის გადანერგვას აპირებთ, უკვე იცით, სად და ვის უნდა მიაკითხოთ, თუმცა მაინც შეგახსენებთ: ტაშკენტის ქუჩა #27… „თალიზი“ თქვენი წარმატების გარანტიაა!

R

FB კომენტარები

კომენტარი