სიკვდილის წინ პრინცს შიდსი აღმოუჩინეს

72
SHARE

მომღერალი პრინცის ახლობლებმა მისი სიკვდილის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი დაასახელეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცს შიდსი აღმოუჩინეს. „ის ცუდ ფორმაში იყო. ექიმებმა თქვეს, რომ მისი სხეულის ტემპერატურამ ნორმალურ ნიშნულს ქვემოთ დაიწია. პრინცი თითქმის არაფერს ჭამდა, სუსტი და, ხშირად, დეზორიენტირებული იყო“, – განაცხადა მომღერლის ახლობელმა.
მისი ინფორმაციით, როდესაც პრინცი რაღაცის ჭამას ცდილობდა, მას გულის რევა ეწყებოდა. პრინცმა შიდსის შესახებ ახლობლებს უამბო. ბევრმა მისი არაჯანსაღი მდგომარეობა შენიშნა, ეუბნებოდნენ, რომ ილოცებდნენ მისთვის. „ჩემთვის ერთი წლის წინ რომ გელოცათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. გმადლობ, მაგრამ ტყუილად არ დახარჯოთ თქვენი ლოცვები“, – პასუხობდა პრინცი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი 2016 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. პრინცი საკუთარი სტუდიის ლიფტში აღმოაჩინეს.

FB კომენტარები

კომენტარი